დუგლას ბეიდერი

ვიკიპედიიდან, თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
Douglas Bader, 1940

დუგლას რობერტ სტიუარტ ბეიდერი (19101982) მეორე მსოფლიო ომის გმირი.

[რედაქტირება] ადრეული წლები

დუგლასი დაიბადა ლონდონში 1910 წელს. ბიძამისი სირილ ბენჯი პირველი მსოფლიო ომის დროს ბრიტანეთის სამეფო–საჰაერო კორპუსის პილოტი იყო. ამიტომ არავინ გაოცებულა, როდელაც ახალგაზრდა ბეიდერი კრენუელის სამეფო–საჰაერო სკოლაში შევიდა. გულდასმით სწავლასთან ერთად, კარგი სპორტსმენიც იყო — კრიკეტსა და რაგბიში სამხედრო–საჰაერო ძალების ნაკრებში თამაშობდა.

1930 წელს, სკოლის წარმატების დამთავრების შემდეგ, დუგლასი კენლის 23–ე ესკადრილიაში გაგზავნეს, სადაც ძალიან მალე უმაღლესი პილოტაჟის ოსტატის წოდება მოიპოვა. მას განსაკუთრებით კარგად გამოსდიოდა უმაღლესი საპილოტაჟო ფიგურა ,,კასრის" შესრულება, თანაც წარმოუდგენლად დაბალ 15 მეტრ სიმაღლეზე.მისი ეს მიღწევა დღესაც დაუძლეველია მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის ექსტრაკლასის პილოტებისათვის.

[რედაქტირება] უბედური შემთხვევა

ესკადრილიაში ჩარიცხვიდან ერთი წლის შემდეგ, სავარჯიშო ფრენისას ბეიდერის ბიპლანის ფრთა მიწას წამოედო. თვითმფრინავი მიწაზე დაენარცხა და ნამსხვრევებად იქცა. მფრინავი გადაარჩინეს, ექიმებს მისთვის სიცოცხლის შესანაარჩუნებლად ორივე ფეხის მოკვეთა მოუხდათ:ერთი მუხლზევით, მეორე ქვემოთ.

[რედაქტირება] გამოჯანმრთელება

ბეიდერი გამოჯანმრთელდა, მაგრამ რომ გაიგო, ინვალიდად იქცა თავის მოკვლა სცადა. ამ შემთხვევამ სამეფო სამხედრო–საჰაერო ძალების ხელმძღვანელობის ყურადღება მიიპყრო და უფროსობამ უპრეცედენტო გადაწყვეტილება მიიღო – ბეიდერს ნება დართეს სამეფო ავიაციის შემადგენლობაში დარჩენილიყო, თუმცა მხოლოდ ხმელეთზე სამუშაოებისათვის. ექიმებმა მისთვის პროთეზები დაამზაადეს და დუგლასმა თავიდან ისწავლა სიარული. ნახევარი წლის შემდეგ იგი უკვე მყარად იდგა "ახალ"ფეხებზე და სწავლობდა ავტომანქანის მართვას,მეუღლესთან – ტელმასთან ცეკვას და თვითმფრინავის მართვას.

1932 წელს ბეიდერმა გადაწყვიტა, რა თქმა უნდა , არაოფიციალურად – ბიპლანით საკონტროლო გაფრენა შეესრულებინა. მისი მეგობარი, რომელიც უკანა კაბინაში იჯდა, თვალს ადევნებდა ბეიდერს აფრენიდან დაჯდომამდე. ამ შემთხევიდან ცოტა ხნის შემდეგ გმირმა მფრინავმა ოფიციალური პირებისაგან მისი ფრენის ტექნიკის შემოწმობა მოითხოვა. გამოცდამ ბრწყინვალედ ჩაიარა დაა ბეიდერი ისევ მოავლინეს პილოტაჟის ცენტრალურ სკოლაში, მომდევნო გაფრენაც წარმოტებით დასრულდა, მაგრამ სამხედრო ექიმები კატეგორიულები იყვნენ: უფეხო არ შეიძლებოდა სამხედრო მფრინავი ყოფილიყო.

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
მონაწილეობა
დაბეჭდვა/ექსპორტი
ინსტრუმენტები
სხვა ენებზე