დრაკონის ხე

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

დრაკონის ხე, დევის ხე (Dracaena draco), ხე აგავისებრთა ოჯახისა. მისი მსხვილი, დატოტვილი ღერო 20 მ-მდე იზრდება, დიამეტრი ფუძესთან 4 მ-მდეა. აქვს ხაზური, ტყავისებრი, გრძელი ფოთლები, რომლებიც ტოტების ბოლოზე კონებად სხედან. იზრდება კანარისა და სოკოტრის კუნძულებზე. ზოგიერთი ხე 5-6 ათას წლამდე ცოცხლობს. ქერქის დასეტვით ღებულობენ წითელ ფისს — დრამაკონის სისხლს. ფოთლის ბოჭკოსაგან ამზადებენ ქსოვილებს, ჯაგრისებსა და სხვა.

ლიტერატურა[რედაქტირება]

  • ქსე, ტ. 3, გვ. 632, თბ., 1978