დორმანის მუზეუმი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
დორმანის მუზეუმი
54°33′51″ ჩ. გ. 1°14′27″ დ. გ. / 54.564389° ჩ. გ. 1.240889° დ. გ. / 54.564389; -1.240889
დაარსდა 1904 წელს[1]
ქვეყანა გაერთიანებული სამეფოს დროშა გაერთიანებული სამეფო
მდებარეობა Linthorpe
ოფიციალური საიტი https://teesvalleymuseums.org/visit/dorman-museum/
Map

დორმანის მუზეუმი — ადგილობრივი და სოციალური ისტორიის მუზეუმი, რომელიც მდებარეობს მიდლზბროს ლინთორპის მხარეში, ჩრდილოეთ იორკშირში, ინგლისში. არის ერთ-ერთი იმ ორი მუზეუმიდან, რომელსაც მართავს ადგილობრივი დაბა საბჭო, კაპიტან კუკის სამშობლოსთან ერთად სტიუარტ პარკში.

მუზეუმი დააარსა სერ არტურ დორმანმა მისი ვაჟის ჯორჯ ლოკვუდ დორმანის საპატივცემულოდ,[2] რომელიც გარდაიცვალა მუცლის ტიფით, ბურების მეორე ომში. [3]

1904 წლის 1 ივლისს, ოფიციალური გახსნის შემდეგ, მუზეუმის საგამოფენო თემა იყო საბუნებისმეტყველო მეცნიერებები ; თუმცა, ადგილობრივი ლინთორპის ხელოვნების ჭურჭლის გალერეებმა, ვიქტორიანული ეპოქის ინდუსტრიული დიზაინერის კრისტოფერ დრესერის ნამუშევრებმა და მიდლსბროს ისტორიამ შეცვალა მუზეუმის საგამოფენო თემა.

მუზეუმის დათვალიერება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

დორმანის მუზეუმის დათვალიერება უფასოა, თუმცა შეიძლება მცირე საფასური იყოს დაწესებული სპეციალურ ღონისძიებებსა და აქტივობებზე. გახსნილია სამშაბათიდან-კვირამდე, დილის 10:30 საათიდან, შუადღის 3:30-მდე.

დორმანის მუზეუმს აქვს რვა მუდმივი გალერეა და ცვალებადი დროებითი საგამოფენო სივრცე, პირველ სართულზე. მცირე გამოფენები ასევე იმართება პირველი სართულის დერეფანში. ზედა სართულზე შესვლა შესაძლებელია ლიფტით ან კიბით.

მუზეუმის პირველ სართულზე ასევე განთავსებულია ჩაის ოთახი, სადაც შესაძლებელია სენდვიჩების, ნამცხვრების, ჩაის და სხვა ცხელი და ცივი სასმელების შეკვეთა.

ორიგინალური კოლექცია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მუზეუმის ორიგიანულ კოლექციაში განთავსებულია მრავალი ფრინველის კვერცხი, პეპელა და მწერები, რომლებიც დაცულია მინის ქვეშ და უჯრაში, გადასაფარებლებით.

მუზეუმის ერთ-ერთი პირველი კონტრიბუტორი იყო ჰენრი ბოლკოვი, მიდლსბროს უდიდესი რკინის ქარხნის დამფუძნებელი, ბოლკოვ ვონში, რომელმაც 1874 წელს გადაიხადა რამდენიმე ფრინველის საფასური. [4]

კრისტოფერ დრესერი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

კარადა კრუეტის ნაკრები

კრისტოფერ დრესერი იყო ესთეტიკური მოძრაობის მთავარი ფიგურა. მუზეუმს დრესერის მნიშვნელოვანი კოლექცია აქვს.

2014 წელს გაიხსნა კრისტოფერ დრესერისადმი მიძღვნილი ახლად გარემონტებული გალერეა, სადაც ნაჩვენებია 160 ნამუშევარი, რომლებიც შექმნილია უშუალოდ მისი დიზაინის მიხედვით, კოლექცია დღითიდღე განაგრძობს გაფართოებას. მუზეუმმა ფართო კოლექცია შეიძინა კერძო კოლექციონერისგან, ფინანსურად მუზეუმს დაეხმარა Heritage Lottery Fund, Art Fund და ვიქტორიასა და ალბერტის მუზეუმის გრანტის ფონდი. ამ კოლექციის შეძენით, დორმანმა თაობას მნიშვნელოვანი კოლექცია შემოუნახა. ლინთორპის ხელოვნების ჭურჭლის გალერეა ახლა აჩვენებს ლინთორპის ნაწარმის ყველაზე დიდ საჯარო კოლექციას მსოფლიოში. [5]

მუზეუმი ასევე ატარებს საგანმანათლებლო პროგრამას, რომელიც ეხება დრესერის და ლინთროპის კოლექციებს.

სხვა არტეფაქტები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ვარდისფერი ტოპინგის განძი

დორმანის მუზეუმს აქვს მნიშვნელოვანი მასალა, რომელშიც შედის არქეოლოგიური ჟურნალების ბიბლიოთეკა და ფოტოები, რომლებიც გადაიღო ფრენკ ელგიმ, მის მიერ ორგანიზებული არქეოლოგიური სამუშაოების დროს. მუზეუმში დამთვალიერებელს ასევე შეუძლია ნახოს 1926 წელს მდინარე ტეისიდან რვა ფუტის სიღრმეზე ამოღებული კანოე. შესასვლელთან არის მწვანე დაფა, რომელიც ეძღვნება ფრენკ ელგის, რომელიც მუზეუმის კურატორი 1923 წლიდან 1932 წლამდე იყო.

ვარდისფერი ტოპინგის განძის ასლები დორმანის მუზეუმშია განთავსებული.

მუზეუმი ინახავს დაარქივებულ მასალებლს, რომლებიც დაკავშირებულია ფართო კოლექციებთან. ეფემერული კოლექცია ემყარება მიდლზბროს ისტორიას და არის ფართო, მოიცავს კომერციულ ბეჭდურ მასალებს, როგორიცაა პლაკატები, ინვოისები, ბლანკები და გაზეთები, რომლებიც ძირითადად დაკავშირებულია მიდლზბროს მოვლენებთან და მის მაცხოვრებლებთან. [6]

მონეტები და მედლები - 1,900 ერთეული, მათ შორისაა სამახსოვრო მედალიონები, სამკერდე ნიშნები და ბანკნოტები, ასევე მონეტები და სამხედრო მედლები. კოლექციებში შედის მე-16 და მე-17 საუკუნის მონეტების გლობალური განძი, ჰენრი II და ჰენრი III-ის ვერცხლის პენი ტორპ ტულუსის განძი და ედუარდ I მონეტების განძი. [7]

კოსტიუმები და ქსოვილები - მე-20 საუკუნის ქალთა ტანსაცმლის 2400 ერთეული, მათ შორის ფეხსაცმელი, ქუდები და აქსესუარები. ასევე არსებობს უნიფორმების მცირე კოლექცია, მათ შორის სამხედრო, საბავშვო ტანსაცმელი, სპორტული და მამაკაცის კოსტიუმები და სხვა. [8]

დეკორატიული ხელოვნება - 340 ერთეული, აქედან ძირითადი მიდლსბროუს და სხვა რეგიონული კერამიკული ნაწარმია. მუზეუმში ასევე არსებობს მე-19 საუკუნის იაპონური ფიგურების ან ოკიმონოს კოლექცია, რომელიც შესაძლოა მოჩუქურთმებული იყოს სპილოს ძვლისგან. [9]

გეოლოგიური კოლექცია - მოიცავს ნამარხებს, ქანებსა და მინერალებს. [10]

ფოტომასალა - ეს კოლექცია მოიცავს დაახლოებით 3,500 ანაბეჭდს, დამატებით 2190 ფარნის სლაიდს. [11]

სოციალური ისტორიის კოლექცია - სოციალური ისტორიის კოლექციებში დაახლოებით 16,000 ობიექტია დაცული. მუზეუმმა 1930-იანი წლებიდან დაიწყო ყოველდღიური საგნების შეგროვება, იმ ბუნებრივი მიზეზით, რომ საზოგადოებრივი ცხოვრება სწრაფად იცვლებოდა და ძველი ცხოვრების წესი ქრებოდა. [12]

მუზეუმის ზოოლოგიური კოლექცია კვლავ წარმოადგენს მის თავდაპირველ კოლექციებს, რომელთა რაოდენობა აღემატება 150,000 ნიმუშს. კოლექციების უმეტესი ნაწილი უხერხემლოებისგან შედგება, განსაკუთრებით მოლუსკებისა და მწერებისგან. [13]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. History of The Dorman Museum. The Dorman Museum. დაარქივებულია ორიგინალიდან — 25 აპრილი 2015. ციტირების თარიღი: 2 November 2014.
  2. Richmond, 3rd Battalion, Yorkshire Regiment, Boer War Memorial. Roll-of-Honour.com (7 June 2007). ციტირების თარიღი: 9 March 2012.
  3. Gravestones in South Africa: British Military Memorials. eGGSA (20 June 2010). ციტირების თარიღი: 9 March 2012.
  4. History of the Dorman Museum. დაარქივებულია ორიგინალიდან — 25 აპრილი 2015. ციტირების თარიღი: 9 March 2012.
  5. Archived copy. დაარქივებულია ორიგინალიდან — 11 დეკემბერი 2014. ციტირების თარიღი: 15 სექტემბერი 2021.
  6. Archived copy. დაარქივებულია ორიგინალიდან — 11 დეკემბერი 2014. ციტირების თარიღი: 11 May 2014.
  7. Archived copy. დაარქივებულია ორიგინალიდან — 11 დეკემბერი 2014. ციტირების თარიღი: 15 სექტემბერი 2021.
  8. Archived copy. დაარქივებულია ორიგინალიდან — 11 დეკემბერი 2014. ციტირების თარიღი: 15 სექტემბერი 2021.
  9. Archived copy. დაარქივებულია ორიგინალიდან — 11 დეკემბერი 2014. ციტირების თარიღი: 15 სექტემბერი 2021.
  10. დაარქივებული ასლი. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2014-04-19. ციტირების თარიღი: 2021-09-15.
  11. Archived copy. დაარქივებულია ორიგინალიდან — 11 დეკემბერი 2014. ციტირების თარიღი: 15 სექტემბერი 2021.
  12. დაარქივებული ასლი. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2014-12-11. ციტირების თარიღი: 2021-09-15.
  13. Archived copy. დაარქივებულია ორიგინალიდან — 11 დეკემბერი 2014. ციტირების თარიღი: 15 სექტემბერი 2021.