ლადიკო დოლიძე
(გადამისამართდა გვერდიდან დოლიძე, ლადიკო)
ლადიკო დოლიძე | |
---|---|
ბიოგრაფია | |
ნამდვილი სახელი | ვლადიმერ გიორგის ძე დოლიძე |
დაბ. თარიღი | 1858 |
დაბ. ადგილი | ასკანა |
წარმოშობა | გურია |
გარდ. თარიღი | 30 აპრილი, 1921 |
ჟანრ(ებ)ი | ფოლკლორი |
საქმიანობა | მომღერალი, ლოტბარი |
ლადიკო დოლიძე (დ. 1858, ასკანა — გ. 1921) — ქართველი სახალხო მომღერალი, ლოტბარი, გურული ხალხური სიმღერების შემსრულებელი.
ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
დაიბადა შეძლებული გლეხის ოჯახში. მშობლებმა თავიდანვე იზრუნეს მის განათლებაზე, ჯერ სოფლის სკოლა დაამთავრა, შემდეგ კი ოზურგეთში მიაბარეს სწავლის გასაგრძელებლად. სიმღერა მაქსიმელაშვილის ოჯახში ისწავლა, ლამაზი ტემბრის ბანი ჩამოუყალიბდა, შემდეგ კი სამუელ ჩავლეიშვილის გუნდში გაწევრიანდა. ცოლად შეირთო ჭელიძის ქალი ფამფალეთიდან. მონაწილეობდა სამუელ ჩავლეიშვილის გუნდის ყველა ღონისძიებაში, მათ შორის სიმღერების ფირფიტებზე ჩაწერაში.
ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
- ანზორ ერქომაიშვილი, „ბაბუა“ გვ. 101 — „საბჭოთა საქართველო“, თბილისი, 1980