დოდორქის ნამოსახლარი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

დოდორქის ნამოსახლარი — არქეოლოგიური ძეგლი საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ უდაბნოში, დოდორქის ქედის დასავლეთ ნაწილში. ძეგლი თარიღდება ძვ. წ. II ათასწლეულით.

ძეგლი აღმოაჩინა კახეთის არქეოლოგიურმა ექსპედიციამ კონსტანტინე ფიცხელაურის ხელმძღვანელობით. ნამოსახლარი სამი მხრიდან დაცულია ბუნებრივი ფლატით. ჩრდილოეთ ფერდობი ძლიერ დამრეცია და აქ შესამჩნევია ხეოვნური მიწაყრილი.

ნამოსახლარზე მოპოვებული ჭურჭლის უმეტესობა განლუქული თიხისგანაა დამზადებული, გამოყვანილია ჩარხზე, გამომწვარია მონაცრისფროდ, შემკულია ტალღისებრ-ზიგზაგურად ამოღარული ხაზებით. მცირე რაოდენობითაა წვრილი, თეთრმინარევიანი, წმინდა თიხისაგან დამზადებულიმ ძირითადად შავად გამომწვარი ჭურჭელი.

ნამოსახლარის შუაგულში შუა საუკუნეების საგუშაგო კოშკია, ხოლო ჩრდილოეთით, დაბლობზე 100 მეტრის მოშრებით, შესამჩნევია ქვის ერთრიგად მოყოლებული წრეები და მცირე ზომის ქვის გროვები. სავარაუდოა რომ ეს იყო ნამოსახლრის სამაროვანი.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]