დიფსიზის ნამოსახლარი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

დიფსიზის ნამოსახლარი — არქეოლოგიური ძეგლი საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ უდაბნოს სამხრეთ-აღმოსავლეთით, 7-8 კილომეტრის მოშორებით, დიფსიზისხევის მარჯვენა მხარეზე. განეკუთვნება ძვ. წ. II-I ათასწლეულებს.

ძეგლი 1981 წელს აღმოაჩინა კახეთის არქეოლოგიურმა ექსპედიციამ, კონსტანტინე ფიცხელაურის ხელმძღვანელობით. სერი რომელზეც ნამოსახლარი მდებარეობს დოდოქრის გაგრძელებაა. მისი ჩრდილოეთ მხარე ვაკეა, სამხრეთი ფლატიანია, ხოლო აღმოსავლეთი საკმაოდ დამბრეც ფერდობებს წარმოადგენს. ნამოსახლარი ფლატის პირასაა. იგი ნახევარწრიულია, შემოსაზღუდულია ხელოვნური თხრილით. გამაგრებული ყოფილა ქვის ზღუდითაც, რაზეც მიანიშნებს ველის დონეზე შემორჩენილი ქვის წყობები. ნამოსახლარის ცენტრში შემაჩლებული ქვის გროვაა. დავდაცვითი ზღუდის შიგნით, შემაღლებულ, ცენტრალურ ნაწილს ნახევარწრიულად ორ სიმეტრიულ რიგად შემოუყვება პატარა სათავსები. სათავსები აღსაიშნავი სიზუსტითაა ზომებსა და განლაგებაში.

ნამოსახლარს ჩრდილოეთით და ჩრდილოეთ-აღმოსავლეთით ესაზღვრება საკმაიდ დიდი დასახლება. იგი სწორკუთხაა და ირგვლივ ხელოვნური, 1.7 მეტრის სიმაღლის მიწაყრილი აკრავს.

ნამოსახლარებზე აღმოჩნდა კარგად განლექილი და ქვიშანარევი თიხისაგან დამზადებული, ლეგა ფერის კონცენტრული ან წიწვისებრი ამოღარული ორნამენტით შემკული თიხის ჭურჭელი, ხელსაფრქვავის ფრაგმენტები, თოხები და ობსიდიანის ზოგჯერ რეტუშირებული ანტაკაცები.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]