დიმიტრი თაყაიშვილი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
დიმიტრი თაყაიშვილი
დაიბადა 6 იანვარი, 1919
დაბადების ადგილი თბილისი
გარდაიცვალა 28 მარტი, 1998 (79 წლის)
გარდაცვალების ადგილი თბილისი
ეროვნება ქართველი
სფერო ფერწერა

დიმიტრი თაყაიშვილი (დ. 6 იანვარი, 1919, თბილისი — გ. 28 მარტი, 1998, იქვე) — ქართველი მხატვარი და მსახიობი. საქართველოს სახალხო მხატვარი (1985). საქართველოს ხელოვნების დამსახურებული მოღვაწე (1967)

დაიბადა 1919 წლის 6 იანვარს ქ. თბილისში. 1934–38 წლებში სწავლობდა სამხატვრო სასწავლებელში, ხოლო 1938–44 წლებში თბილისის სამხატვრო აკადემიის ფერწერის ფაკულტეტზე. 1944–45 წლებში კვალიფიკაციის ასამაღლებლად მივლინებული იყო მოსკოვის ფერწერის ინსტიტუტის დეკორატიულ სახელოსნოში პროფ. მ. ბობიშევთან. მუშაობდა მთავარ მხატვრად მოსკოვის მოძრავ მუსიკალურ თეატრში (1945), ხოლო დამდგმელ მხატვრად მოსკოვის საოლქო მუსიკალურ (1946–47) და ქ. ნოგინსკის საოლქო დრამატულ (1947-48) თეატრებში. 1949-51 წლებში თბილისის მოზარდ მაყურებელთა ქართული, ხოლო 1952-57 წლებში ქუთაისის თეატრების მთავარი მხატვარია. 1955 წელს ქუთაისში დაარსა სამხატვრო სკოლა. 1957 წლიდან მოღვაწეობდა კინოსტუდია „ქართულ ფილმში“. დამდგმელი მხატვარია ფილმების: „განაჩენი“ (1959), „თეთრი ქარავანი“ (1963), „მე ვხედავ მზეს“ (1965), „ჯვარცმული კუნძული“ (1968), „მხიარული რომანი“ (1972), პირველი მერცხალი (1975) და სხვა.

1968 წლიდან ხელმძღვანელობდა თბილისის სამხატვრო აკადემიის კინოსა და ტელევიზიის სახელოსნოს. 1976–86 წლებში იყო მხატვართა კავშირის გამგეობის მდივანი. ფერწერის ფაკულტეტის პროფესორი (1985).

გარდაიცვალა 1998 წლის 28 მარტს. დაკრძალულია თბილისში, მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა დიდუბის პანთეონში.

ჯილდოები და აღიარება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • 1967 — საქართველოს ხელოვნების დამსახურებული მოღვაწე
  • 1985 — საქართველოს სახალხო მხატვარი

ფილმოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

გადაღებულია ფილმებში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

დამდგმელი მხატვარია ფილმების[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]