დვანის მეორე ქვევრსამარხი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ დვანის ქვევრსამარხი.

დვანის მეორე ქვევრსამარხი — არქეოლოგიური ძეგლი ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ დვანში. აღმოაჩინეს ადგილ ტახტიზურგაზე. თარიღდება ელინისტური ხანით. მიწაში ჩაფლული იყო ნახევრად წაქცეული ქვესამარხი, რომელშიც ესვენა ხელფეხმოკეცილი მიცვალებული თავით ჩრდილო–დასავლეთისკენ.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]