დევეენაანთხევის ეკლესია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

დევეენაანთხევის ეკლესია — არქიტექტურული ძეგლი თიანეთის მუნიციპალიტეტის სოფელ დევეენაანთხევის ჩრდილო-აღმოსავლეთით, 0,6 კილომეტრზე. განეკუთვნება გვიანდელ შუა საუკუნეებს. ეკლესია დარბაზულია, ნაგებია რიყის ქვით. ძლიერ დაზიანებულია: შემორჩენილია აღმოსავლეთ კედელი, ჩრდილოეთ კედლის აღმოსავლეთ ნახევარი და სამხრეთ კედლის მცირე ნაწილი. ეკლესია უაფსიდოა, აღმოსავლეთით დასრულებულია სწორი კედლით, რომელშიც ვიწრო სარკმელია გაჭრილი. სამხრეთ და ჩრდილოეთ კედლების აღმოსავლეთ კიდეში თითო მცირე ზომის სწორკუთხა ნიშია. ეკლესიის გარშემო შეიმჩნევა ნაგებობათა ნაშთები.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]