დახმარება:გვერდის ისტორია

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

გვერდის ისტორია ასახავს ვიკიპედიის სტატიის ან ვიკიპედიის სხვა გვერდის ცვლილებათა ისტორიას. ვიკიპედიის ყოველ რედაქტირებად გვერდს გააჩნია გვერდის ისტორია (რომელსაც ხოლმე რედაქტირებების ისტორიას ან გადასინჯვების ისტორიას უწოდებენ), რომლის ხილვა შესაძლებელია გვერდის თავში სანიშნეში ისტორია გადასვლით.

გვერდის ისტორიაში მოცემულია გვერდის წინა გადასინჯვების სია, რომელსაც ახლავს თარიღი და დრო (UTC ფორმატით), მომხმარებლის სახელი თუ მისი IP მისამართი და რედაქტირების რეზიუმე. მაგალითად, დახმარების ამ გვერდის ისტორია აჩვენებს, რომ იგი პირველად შეიქმნა 2013 წლის 26 სექტემბერს.