დაიანე დოდსი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ქალბატონი დოდსი (დუნკაირნელი)

დაიანე დოდსი 2014 წელს
დაბადების თარიღი

1958 წლის 16 აგვისტოს (65 წლის),

რეთფლირენდი, ჩრდილოეთ ირლანდია
ეროვნება ბრიტანელი
ალმა-მატერი ბელფასტის დედოფლის უნივერსიტეტი
პროფესია მასწავლებელი
პარტია დემოკრატიული უნიონისტური პარტია
მეუღლე(ები) ნაიჯელი, ლორდი დოდსი (დუნკაირნელი)
შვილ(ებ)ი 3

დაიანე ჯინ დოდსი, დუნკაირნელი ქალბატონი დოდსი (დაბადებული 1958 წლის 16 აგვისტოს)[1] არის პოლიტიკოსი და ჩრდილოეთ ირლანდიაში დემოკრატიული უნიონისტური პარტიის წევრი. იგი წარმოადგენდა ჩრდილოეთ ირლანდიის ოლქს ევროპარლამენტში 2009-დან 2020 წლამდე. თავდაპირველად, იგი იკავებდა დასავლეთ ბელფასტისთვის განკუთვნილ ადგილს ჩრდილოეთ ირლანდიის ასამბლეაში 2003-დან 2007 წლამდე. 2020 წელს დოდსი დაბრუნდა ასამბლეაში და, ამჟამად, არის დემოკრატიული უნიონისტური პარტიის სპიკერი განათლებისა და უნარ-ჩვევების მიმართულებით.[2][3] დაიანე დაქორწინებულია ლორდი დოდსზე და, ამდენად, მინიჭებულია აქვს წოდება, როგორც "ღრმად პატივცემული დუნკაირნელი ქალბატონი დოდსი".

ადრეული ცხოვრება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

დოდსი დაიბადა ფერმერების ოჯახში, დაუნის საგრაფოს ქალაქ რეთფრილენდში, სადაც იგი ესწრებოდა ბენბრიჯის აკადემიას ბელფასტის დედოფლის უნივერსიტეტში. სწავლის პერიოდში, იგი შეხვდა მომავალ მეუღლეს და ჩრდილოეთ ბელფასტისთვის დემოკრატიული უნიონისტური პარტიის წარმომადგენელს, ნაიჯელ დოდს.

პოლიტიკური კარიერა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

2003 წელს, დოდსი აირჩიეს ჩრდილოეთ ირლანდიის ასამბლეაში იმისთვის, რათა წარედგინა დასავლეთ ბელფასტი. 20 წელზე მეტი ხნის განმავლობაში, იგი იყო პირველი უნიონისტი, რომელიც აირჩიეს დასავლეთ ბელფასტიდან რეგიონულ ასამბლეაში (უკანასკნელი იყო თომას პესმორი 1982–1986 წლების ასამბლეაში). დაიანე დოდსი ყველაზე ძლიერი მხარდაჭერით სარგებლობდა ოლქის ტერიტორიის მიმდებარედ შანკილის გზაზე.

ასამბლეის შემადგენლობაში არჩევიდან მოყოლებული, დოდსი მონაწილეობას იღებდა რაიონული სასამართლოსთვის ბრძოლაში 2005 წლის ადგილობრივ სამთავრობო არჩევნებზე. ამ შემთხვევაში, დაიანე დოდსმა კენჭისყრაში სამი საარჩევნო ხმით მეტი აიღო და მისმა ნამეტმა ხმებმა შესაძლებელი გახადა დამატებით ორი კანდიდატის არჩევა. ხსენებულ არჩევნებში, დოდსმა ჩრდილოეთ ირლანდიის ყველა სხვა ადგილობრივ კანდიდატზე მეტი ხმა აიღო. მიუხედავად იმისა, რომ 2003 წლის ასამბლეის არჩევნების შემდეგ, დოდსისთვის მიცემული ხმების რაოდენობა გაიზარდა, მან თითქმის დაკარგა ადგილი შინ ფეინთან ბრძოლაში 2007 წელს.

ასევე, დოდსი გამოირჩეოდა აქტიურობით ბელფასტის ქალაქის საბჭოში, სადაც იგი ასრულებდა 14 ადამიანისგან შემდგარი ჯგუფის უფროსი მდივნის მოვალეობას.[4] იგი საბჭოში თავმჯდომარეობას უწევდა პოლიტიკისა და რესურსების კომიტეტს. ასევე, დოდსი აქტიურად უჭერდა მხარს ირლანდიური სამეფო პოლკის პარადისა და ერაყისა და ავღანეთის ომებიდან დაბრუნებული სხვა შეიარაღებული ძალების მასპინძლობას.

ევროპარლამენტი 2009-2020 წლებში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

2009 წლის 3 თებერვალს, დაიანე დოდსი აირჩიეს დემოკრატიული უნიონისტური პარტიის კანდიდატად 2009 წლის არჩევნებისთვის[5], ხოლო 8 ივნისს - ჩრდილოეთ ირლანდიიდან ევროპარლამენტის წევრად.

არჩევის მიუხედავად, დოდსისა და მისი პარტიისთვის შედეგები დამაბნეველი აღმოჩნდა. დემოკრატიული უნიონისტური პარტიის ხმების წილი დაეცა 14%-ით და დავიდა 18%-მდე. არასახარბიელო შედეგის მიზეზებს შორის იყო ვესტმისტერის დანახარჯების სკანდალი და პირდაპირი დებატების ჩავარდნა.[6] თავად დოდსი, პარტიის ხმების რაოდენობის დაღმასვლას აბრალებდა განაყოფი პარტიის, ტრადიციული უნიონისტების ხმების ყოფილ წევრს, ჯიმი ალისტერს, რომელმაც შეძლო 66 000 ხმის მოპოვება. ალისტერმა დემოკრატები შინ ფეინის მთავრობაში შესვლის გამო "ღალატში" დაადანაშაულა. შინ ფეინი იყო ხმების რეიტინგის სათავეში. პირველად იგივე გააკეთა რესპუბლიკურმა პარტიამ ჩრდილოეთ ირლანდიაში გამართულ ევროსაპარლამენტო არჩევნებში. დოდსი გავიდა მესამე ადგილზე და ჩამორჩა ულსტერის უნიონისტების პარტიის წევრს, ჯიმი ნიკოლსონს.

2018 წლის სექტემბერში, დაიანე დოდსმა იმ მოძრაობის წინააღმდეგ მისცა ხმა, რომელიც ამტკიცებდა, რომ "უნგრეთის მხრიდან სერიოზული კანონდარღვევის ჭეშმარიტი რისკის არსებობა, ისაა, რაზეც კავშირის ღირებულებები არის დაფუძნებული" - ამას გაერთიანებული სამეფოს დამოუკიდებელი პარტიისა დაკონსერვატიული პარტიის წევრების უმეტესობა იზიარებდა.[7]

ადგილობრივი ასამბლეის წევრი 2020 წლიდან[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

დემოკრატებმა განაცხადეს, რომ 2019 წლის დეკემბრის თემთა პალატის არჩევნებში კარლა ლოკჰარტის არჩევას, დოდსის არჩევა მოჰყვებოდა ჩრდილოეთ ირლანდიის საკანონმდებლო ასამბლეაში. 2020 წლის იანვარში, დაიანე დოდსი აირჩიეს ასამბლეის წევრად. იგი სრული განაკვეთით შეუდგა საკუთარ საქმეს მას შემდეგ, რაც გაერთიანებულმა სამეფომ 2020 წლის 31 იანვარს დატოვა ევროკავშირი.

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Your MEPs : Diane DODDS. European Parliament. ციტირების თარიღი: 10 June 2018
  2. DUP's Diane Dodds to become Upper Bann MLA (23 December 2019). ციტირების თარიღი: 3 January 2020
  3. Diane Dodds MLA en. ციტირების თარიღი: 2023-11-20
  4. Who We Are - Diane Dodds. დაარქივებულია ორიგინალიდან — 3 იანვარი 2020. ციტირების თარიღი: 3 January 2020
  5. „Diane Dodds to fight Euro poll“. BBC News. 3 February 2009. ციტირების თარიღი: 17 June 2010.
  6. „DUP's worst ever Euro poll result“. BBC News. 8 June 2009. ციტირების თარიღი: 17 June 2010.
  7. The situation in Hungary - VoteWatch Europe. ციტირების თარიღი: 16 September 2018

სასარგებლო ბმულები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]