დავითსაგარეჯო

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

დავითსაგარეჯო — ქართული ხუროთმოძღვრების ძეგლი, მდებარეობს ბოლნისის მუნიციპალიტეტში, მდ. მაშავრის მარჯვენა ნაპირას, მთის ფერდობზე, სოფ. კიანეთიდან სამხრეთ-აღმოსავლეთით დაახლ. 3 კმ-ზე.

ამ ადგილას მონასტერი უნდა ყოფილიყო. შემორჩენილია ორი ეკლესიისა და რამდენიმე ქვის შენობის ნაშთი. მთავარი ტაძარი (XIII–XIV სს.) საშუალო ზომის ერთნავიანი შენობაა. მისგან მხოლოდ აღმოსავლეთი და ჩრდილოეთი კედლებია დაცული. კედლები შემოსილი იყო სუფთად გათლილი მომწვანო ქვით. ტაძარი გადახურული იყო ლორფინებით. შესასვლელი სამხრეთიდან ჰქონდა. ტაძარს ამკობდა ბარელიეფები და ჩუქურთმები. აღმოსავლეთ კედელზე გამოსახულია ჯვრები, არწივები; კალატოზები თავიანთი იარაღებით. უხვად ყოფილა მოჩუქურთმებული შესასვლელიც. მეორე, მცირე ეკლესია, რომელიც მთავარი ტაძრის სამხრეთ-დასავლეთით დგას, მხოლოდ გარედანაა შემოსილი იმავე ქანის თლილი ქვით; იგი უფრო გვიან უნდა იყოს აშენებული, მის კედლებში ძველი ტაძრის ქვებია ჩატანებული.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • მუსხელიშვილი ლ., არქეოლოგიური ექსკურსიები მაშავრის ხეობაში, თბ., 1941;

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • საქართველოს გერბი კულტურული მემკვიდრეობის პორტალი, № 17887
  • საქართველოს გერბი კულტურული მემკვიდრეობის პორტალი, № 17888