დადიანეთის ღვთისმშობლის ეკლესია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

დადიანეთის ღვთისმშობლის ეკლესია — არქიტექტურული ძეგლი, საფორტიფიკაციო ნაგებობა ახალგორის მუნიციპალიტეტის სოფელ დადიანეთში, უბანი „წინდადიანეთი“. აგებულია გვიან შუა საუკუნეებში.

ეკლესია სხვადასხვა ზომის უხეშად დამუშავებული ქვითაა ნაგები. ალაგ-ალაგ წყობაში გამოყენებულია ფიქალი.

დარბაზული ეკლესია გეგმით სწორკუთხა მოხაზულობისაა, აღმოსავლეთით აქვს სწორკუთხა საკურთხეველი, რომლის ცენტრში გაჭრილია არქიტრავული სარკმელი. სამხრეთით ერთი სწორკუთხა ნიშაა.

ეკლესიიდან შემორჩენილია აღმოსავლეთი, სამხრეთი და დასავლეთი კედლები, რომელთა სიმაღლე 2-2,5 მეტრს აღწევს.

სამხრეთის არქიტრავულ შესასვლელს ნაოთხალები აქვს.

ინტერიერი ამოვსებულია ჩამონაშალი ქვით.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • შიდა ქართლი, ახალგორის მუნიციპალიტეტის არქიტექტურული მემკვიდრეობა, ტ. IV, თბ., 2008, გვ., 48