დადიანეთის კოშკი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

დადიანეთის კოშკი — არქიტექტურული ძეგლი, საფორტიფიკაციო ნაგებობა ახალგორის მუნიციპალიტეტის სოფელ დადიანეთში, უბანი „წინდადიანეთი“. აგებულია გვიან შუა საუკუნეებში.

კოშკი უხეშად დამუშავებული ქვითაა ნაგები. გეგმით ოთხკუთხა კოშკი შემორჩენილია 6 სართულის დონეზე.

არქიტრავული შესასვლელი მეორე სართულის სამხრეთ კედელშია მოთავსებული. კარი ნაოთხალია. ამავე სართულის დასავლეთ კედელში ბუხარია მოწყობილი, ხოლო აღმოსავლეთ კედელში ერთი სარკმელი და მის გვერდებზე განლაგებულია თითო ნიშა.

კოშკის მესამე, მეოთხე, მეხუთე და მეექვსე სართულის სამხრეთ კედელში თითო ვიწრო სარკმელია. სარკმლები განლაგებულია ერთ ღერძზე.

კოშკის ოთხივე კედელი აღჭურვილია სათოფურებით, გადახურვა ბანურია.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • შიდა ქართლი, ახალგორის მუნიციპალიტეტის არქიტექტურული მემკვიდრეობა, ტ. IV, თბ., 2008, გვ., 47