დადიანეთის ზურგიანი კოშკი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

დადიანეთის ზურგიანი კოშკი — არქიტექტურული ძეგლი, საფორტიფიკაციო ნაგებობა ახალგორის მუნიციპალიტეტის სოფელ დადიანეთში. აგებულია IX-X საუკუნეებში.

მდ. დადიანურას მარჯვენა ნაპირზე გაშენებულ კოშკს, სტრატეგიულად მომგებიანი პოზიცია უჭირავს.

აქედან კარგად მოჩანს ახლომდებარე სოფლები და გზები. კოშკს ზურგი ჩრდილოეთით აქვს მიმართული, სამხრეთი მხარე კი ხევისკენ არის მოქცეული. ნაგებობა შემორჩენილია ხუთი სართულის დონეზე.

არქიტრავული შესასვლელი მეორე სართულის სამხრეთ კედელშია გაჭრილი. შესასვლელის ღერძზე ყველა სართულში სათოფურია მოწყობილი. სამშენებლო მასალად გამოყენებულია უხეშად დამუშავებული, ადგილობრივი წარმოშობის ქვა.

ზემო სართულის დიდი ნაწილი ჩამონგრეულია. გარშემო მიწის დონე აწეულია.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • შიდა ქართლი, ახალგორის მუნიციპალიტეტის არქიტექტურული მემკვიდრეობა, ტ. IV, თბ., 2008, გვ., 45