დადიანეთის ეკლესია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

დადიანეთის ეკლესია — არქიტექტურული ძეგლი, საფორტიფიკაციო ნაგებობა ახალგორის მუნიციპალიტეტის სოფელ დადიანეთში, უბანი „წინდადიანეთი“. აგებულია შუა საუკუნეებში.

სწორკუთხა საკურთხევლიანი ეკლესიიდან შემორჩენილი კედლების სიმაღლე 1-1,5 მეტრს აღწევს. არქიტრავული შესასვლელი ჩრდილოეთიდანაა. სამშენებლო მასალად სხვადასხვა ზომის ფლეთილი ქვაა გამოყენებული. ეკლესია ჩახერგილია ჩამონაშალი ქვით. გარშემო მიწის დონე აწეულია.


ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • შიდა ქართლი, ახალგორის მუნიციპალიტეტის არქიტექტურული მემკვიდრეობა, ტ. IV, თბ., 2008, გვ., 47