გუშ-დანი

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

კოორდინატები: 32°02′ ჩ. გ. 34°46′ ა. გ. / 32.033° ჩ. გ. 34.767° ა. გ. / 32.033; 34.767

გუშ-დანი

გუშ-დანი (ივრ. גוש דן) — მეტროპოლია ისრაელის ხმელთაშუაზღვისპირეთზე,[1] რომელიც მოიცავს თელ-ავივ-იაფოს და მის ქალაქ სატელიტებს, როგორებიცაა რამათ-განი, ხოლონი, ბათ-იამი, რამათ-ჰაშარონი, გივათაიმი, ბნეი-ბრაკი, ჰერცლია, ორ-იეჰუდა, გივათ-შმუელი და კირიათ-ონო. ზემოთ ჩამოთვლილ ქალაქებს მიაკუთვნებენ გუშ-დანის შიდა წრეს. ეს ქალაქები წარმოადგენენ უწყვეტ მეტროპოლურ ზოლს და ხშირად რთული გასარჩევია მათი საზღვრები. გუშ-დანის შიდა წრეს გარს ეკვრის ე.წ. გარე წრე, ასევე უწყვეტი ქალაქების ზოლი. გარე წრის ქალაქებია: პეთახ-თიკვა, ჰოდ-ჰაშარონი, კფარ-საბა, რაანანა, იეჰუდი, რამლა, ლოდი, რიშოდ-ლეციონი, ნეს-ციონა და რეხოვოთი. ზემოთ ჩამოთვლილი ქალაქების გარდა გუშ-დანში შედის რიგი დაბები. გუშ-დანის მოსახლეობა დაახლოებით 3 მილიონია და ეს არის ისრაელის უდიდესი მეტროპოლური არე.

GushDanPano1.jpg

სქოლიო[რედაქტირება]

Commons-logo.svg
ვიკისაწყობში? არის გვერდი თემაზე:
  1. Localities, Population, and Density (PDF). წაკითხვის თარიღი: 2010-01-24.