გურმე

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
გურმე
ტიპი საკონდიტრო
დარგი საკონდიტრო, საწარმო და კაფეების ქსელი
დაფუძნდა 2012
დამაარსებელი ნინო მამულაშვილი
სათავო ოფისი თბილისი
პროდუქცია საკონდიტრო პროდუქცია, მზა კვება, ცომეული, ფურშეტის მომსახურება, კორპორაციული მომსახურება

გურმე (Gourmet) — საკონდიტრო, საწარმო და კაფეების ქსელი. დაარსდა 2012 წელს.

კომპანია საწარმოს ფლობს თბილისში, მირიან მეფის 70-ში და ფუნქციონირებს კაფე კარტოზიას ქუჩაზე. წარმოდგენილია სხვადასხვა ობიექტებზეც.

„გურმე“ მომხმარებელს სთავაზობს საკონდიტრო პროდუქციას, მზა კვებას, ცომეულს, ფურშეტის მომსახურებას, კორპორაციულ მომსახურებას და ა.შ.

აუდიტის შედეგად, „გურმემ“ ISO 22000:2018 საერთაშორისო სერტიფიკატი აიღო. სერტიფიკატი კონკრეტულად კვებით-სამრეწველო მიმართულებას ეხება, რაც იმის აღიარებაა, რომ კომპანიაში წარმოებული პროდუქცია და მომსახურება მაღალი ხარისხისაა. ISO 22000:2018 ნიშნავს, რომ წარმოების პროცესის ყველა ეტაპი შესაბამისობაშია საერთაშორისო სტანდარტთან, იმართება და კონტროლდება HACCP სისტემა, ტარდება ყოველდღიური მონიტორინგი როგორც პერსონალის ჰიგიენის, ისე საწარმოო პროცესების ნაწილში.

„გურმე“ თანამშრომლობს მხოლოდ მსხვილ მომწოდებლებთან, რაც იმას ნიშნავს, რომ ნედლეულს იღებს მხოლოდ თანდართული სერტიფიკატების საფუძველზე. დასაწყობების მიმართულებით, დაცულია FIFO პრინციპი.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]