გორანის ამაღლების ეკლესია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

გორანის ამაღლების ეკლესია — არქიტექტურული ძეგლი საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ გორანის მიდამოებში, დიდ ვაკეებად წოდებულ ადგილში. განეკუთვნება შუა საუკუნეებს.

ეკლესია თითქმის მთლიანადაა დანგრეული. შემორჩენილია: სამხრეთ კედელი, აფსიდის სამხრეთ გვერდი და დასავლეთ კედლის სამხრეთ ნაწილი. კედლები ნაგებია ნატეხი ქვითა და რიყის ქვით - კირის დუღაბზე. შემორჩენილია წირთხლების მიხედვით. შესასვლელი სამხრეთიდან ყოფილა.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]