გოლიათი ხოჭო
ვიკიპედიიდან
| გოლიათი ხოჭო | ||
|---|---|---|
| მეცნიერული კლასიფიკაცია | ||
|
||
| ლათინური სახელი | ||
| Goliathus |
გოლიათი ხოჭო (Goliathus), დიდი ზომის მწერების გვარი ფირფიტულვაშა ხოჭოსებრთა ოჯახისა. გვარში 5 სახეობაა; ცხოვრობენ ტროპიკულ აფრიკის ტყეებში. ყველაზე დიდია გიგანტური გოლიათი ხოჭო (Goliathus goliathus), რომლის სიგრძე 10 სმ აღწევს, სიგანე 6 სმ-ს. ძირითადად ხავერდოვანი შავია, თეთრად მოხატული. უფრო პატარა ზომისაა სამეფო გოლიათი ხოჭო (Goliathus regius).
[რედაქტირება] ლიტერატურა
- ქსე, ტ. 3, გვ. 208, თბ., 1978