გინეკოლოგია (ვეტერინარია)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ვეტერინარული გინეკოლოგია — კლინიკური დისციპლი­ნა, რომელ­იც შეისწავლის სასოფლო-სამეურნეო მდედრი ცხოველის სასქესო ორგანოების დაავადებებს, მკურნალობას, პროფილაქტიკას, უნაყოფობის წინააღმდეგ ბრძო­ლის მეთოდებს.

ვეტერინარულ გინეკოლოგიაში გაერთია­ნებულია საკუთრივ გინეკოლოგია, მეანობა და ანდროლოგია.

ვეტერინარული გინე­კოლოგია სწავლობს მდედრ და მამრ ცხოველებში აღწარმოე­ბის ფუნქციის დარღვევას, რომელ­იც გამოწვეულია ცხოველთა არასწორი მოვლა­შენახვით, კვებითა და სასქე­სო ორგანოების დაავადებებით. მეანობა სწავლობს პერიოდს მდედრის სასქესო სიმწიფიდან ნა­ ყოფიერების დასრულებამდე.

ანდროლოგია შეისწავლის მამრ. ცხოველებში სქესობრივ რეფლექსებს, სასქესო ორგანოების დაავადებებს და მათ მკურნალო­ბას.

სამივე ერთად შეისწავლის ცხო­ველის განაყოფიერების, მაკეობის და მშობიარობის მიმდინარეობის აუცილებელ პირობებს. ჩვენში ამ დარგის განვითარება დაკავშირებულია საქართველოს ზოო-ტექნიკური სავეტერინარო სასწავლო-კვლე­ვითი ინ­სტიტუტის მეანობა­-გინეკოლო­გიისა და სასოფლო-სამეურნეო ცხოველთა ხელოვნური დათესვლის კათედრის დაარსებასთან (1938).

2005­ წლიდან გინეკოლოგია, როგორც მიმარ­თულება, შედის აგრონომიულ უნ­ივერსიტეტის სა­ვეტერინარო მედიცინის ფაკ­ულტეტის არაგადამდებ დაავადებათა დეპარტამენტში, სახელწოდებით სასოფლო-სამეურნეო ცხოველთა მეანობა­გინეკო­ლოგია და გამრავლების ბიოტექ­ნოლოგია.

ვეტერინარული გინეკოლოგიის განვითარე­ბაში დიდი წვლილი მიუძღვით ვ. ჩირაძეს, კ. გუგუშვილს, გ. კამა­ლოვს, ს. მარგველაშვილს, ა. ჯი­ქიას, ს. მეცხვარიშვილს, რ. ირემაშვილს, რ. ჭანტურიძეს, ზ. პარკა­ძეს და სხვებს.

კათედრის თანამშრომლების მი­ერ შესრულებული სამეცნიერო შრომე­ბი ეძღვნება სასოფლო-სამეურნეო ცხოველთა უნაყოფობასა და ბერწიანობას, სასქესო ორგანოების დაავადე­ბებსა და მათ სამკურნალო საშუა­ლებებს. შესწავლილია, აგრეთვე, იმუნოლოგიური ფაქტორების გავლენა ცხოველთა აღწარმოე­ბაზე და სარძევე ჯირკვლის ან­ თებითი პროცესები (მასტიტები). დამუშავებულია და შექმნილია მათი მკურნალობის რაციონალუ­რი მეთოდები და ეფექტიანი სამკურნალო საშუალებები.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • ყურაშვილი თ., ჭანტურიძე რ., ენციკლოპედია „საქართველო“, ტ. 2, თბ., 2012. — გვ. 11.