გარდერობი

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

გარდერობი არის საცხოვრებელი ბინის ან სახლის ნაწილი, ოთახი ან კუთხე, რომელშიც მაცხოვრებლები და სტუმრები ტანსაცმელს ან ფეხსაცმელს დროებით ტოვებენ. გარდერობს ასევე უწოდებენ იმ ავეჯს (მაგ. კარადას), რომელიც ბინის ან სახლის შესასვლელთანაა მოთავსებული.

გარდერობში, ნორმალურ შემთხვევაში, ტანსაცმლის ჩამოსაკიდის გარდა არის ქოლგისა და ქუდის დასადები და სარკე. იატაკზე დაფენილია სპეციალური ხალიჩა, რომელიც ქუჩიდან შემოტანილ ჭუჭყს იტოვებს და სხვა ოთახებში გავრცობას უშლის ხელს.

ასევე საღონისძიებო დარბაზებისა და შენობების, საბავშვო ბაღების შესასვლელთან არის გარდერობი მოთავსებული.