განჯაფა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

განჯაფა, ძველებური ბანქოსებური სათამაშო, მუყაოს, ძვლის ან ხის დასურათებული ფირფიტები. განჯაფის თამაში საქართველოში ირანიდან შემოსულა და გვიანდელი ფეოდალური ხანის აღმოსავლეთ საქართველოს არისტოკრატიულ წრეებში გავრცელებულა. XIX საუკუნის II ნახევარში უკვე მივიწყებული ჩანს. განჯაფა შეუძენია და 1855 წელს კავკასიური მუზეუმის ეთნოგრაფიის კაბინეტისათვის გადაუცია ქართველ მწერალსა და ეთნოგრაფს რაფიელ ერისთავს.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • ჟორდანია გ., კავკასიური მუზეუმის დაარსება საქართველოს სახელმწიფო მუზეუმის ისტორიის შესწავლისათვის, თბ., 1951;
  • ჩაჩაშვილი გ., ქსე, ტ. 2, გვ. 691, თბ., 1977