განხილვა:Silent Hill

გვერდი სხვა ენებზე არ არის ხელმისაწვდომი.
მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

სტატიის სახელის შეცვლაა საჭირო. სწორია საილენთ.--77.242.54.67 07:07, 1 აპრილი 2013 (UTC)[უპასუხე]

სათაური სწორია. იხილეთ. — მიხეილ მიწერა 10:55, 1 აპრილი 2013 (UTC)[უპასუხე]
თქვენი აზრით ინგლისურენოვან თამაშს ჰქვია საილენ ჰილი? --77.242.54.67 15:31, 1 აპრილი 2013 (UTC)[უპასუხე]
მე თუ მკითხავთ, ქართული სახელი საერთოდ არ არის საჭირო, უნდა იყოს Silent Hill როგორც ყველა სხვა ვიკიპედიაშია--შოთა [UT] 15:36, 1 აპრილი 2013 (UTC)[უპასუხე]

ვეთანხმები შოთას. --ჯაბა ლაბაძე 15:38, 1 აპრილი 2013 (UTC)[უპასუხე]

ჯერ ჯერობით საქართველოში არ არსებობს არც ვიდეო თამაშების ინდუსტრია და რაიმე კომპანია რომელიც ფლობს ამა ტუ იმ ტამაშის ქართულ ენაზე გახმოვანების ლიცენზიას. არ არსებობს არც ერთი თამაშის ოფიციალური ქართულად ნათარგვნი სახელწოდება. ფილმების ვარიანტში სხვა მდგომარეობაა აქ არხები კინოთეატრები და სხვა ახდენენ ლიცენზირებული კინოფილმების შესყიდვას მათ შემდგომ გაქართულებას და გავრცელებას. კიდევ ერთი დეტალი თამაშების სახელწოდებებთან დაკავშირებით ზოგიერთი თამაშის სახელწოდებას საერთოდ არ თარგმნიან არც ერთ ენაზე მაგ: Grand Theft Auto, Diablo, WarCraft,Call of Duty და მრავალი სხვა. --Dimitri Dzebisashvili განხილვაწვლილი 13:12, 8 იანვარი 2016 (UTC) P.S. ამ კონკრეტულ შემთხვევაში საერთოდ არც ერთ ენაზე არ ითარგმნება თამაშების სერიების სახელწოდებები რადგან ეს არის ბრენდი მსოფლიოში ცნობილი როგორც მაგ:Silent Hill, Resident Evil და სხვა.--Dimitri Dzebisashvili განხილვაწვლილი 13:17, 8 იანვარი 2016 (UTC)[უპასუხე]

სტატიიდან წაშლილი ტექტის თაობაზე[წყაროს რედაქტირება]

მოგესალმებით მეგობრებო. 22.04.17 წელს ამ სტატიიდან 31,815 ბაიტი მოცულობის ტექსტია ამოღებული და შეგიძლიათ მითხრათ რატომ? ნაწილი შეიძლება გასამართავი იყო, მაგრამ წასაშლელი ნამდვილად არა. მაგალითად, გადაავლეთ თვალი სექცია "ვიდეო თამაში"-ს, სადაც ფრანჩიზის თითოეული ნაწილი მოკლედაა მიმოხილული. კიდევ ერთხელ აღვნიშნავ, რომ უშეცდომო და უნაკლო არაფერია, მით უმეტეს ამ ვიკიში, მაგრამ ძლივძლივობით შექმნილი სტატიების ერთი ხელის აღებით წაშლა ვფიქრობ გამოსავალი არ უნდა იყოს. იქნებ განიხილოთ ეს საკითხი. მადლობა. --Blink! განხილვაწვლილი 21:22, 27 თებერვალი 2019 (UTC)[უპასუხე]

ამოღებული ტექსტი სრულიად არაენციკლოპედიური იყო. გიო ოქრო 21:25, 27 თებერვალი 2019 (UTC)[უპასუხე]
ტექსტი აღწერს გამოგონილ სიუჟეტს, საკმაოდ კარგი (ლიტერატურული) ქართულით. მეტს რას ელით ვიდეო თამაშის სიუჟეტის შინაარსისაგან?--Blink! განხილვაწვლილი 21:47, 27 თებერვალი 2019 (UTC)[უპასუხე]
ენციკლოპედიურობას, ნეიტრალურობას. გიო ოქრო 21:49, 27 თებერვალი 2019 (UTC)[უპასუხე]
არ მესმის რა ენციკლოპედიურობასა და ნეიტრალურობაზეა ლაპარაკი. სხვა მომხმარებლებსაც დაველოდოთ. უბრალოდ იმას ვამბობ, რომ თუ რაიმე გასამართია, ტექტის თავში ჩასვით შესაბამისი თარგი ("წინამდებარე სტატია გასამართავია ამიტომ და ამიტომ. გთხოვთ, დაგვეხმაროთ მის გაუმჯობესებაში" - რაღაც ასეთი). ამხელა ტექსტის წაშლა რა გამოსავალია?!--Blink! განხილვაწვლილი 21:55, 27 თებერვალი 2019 (UTC)[უპასუხე]
წლების განმავლობაში რომ მასე სვავდნენ რა შედეგი მივიღეთ? დაგროვდა უამრავი სტატია, რომელსაც ხელს არავინ კიდებს. ასე რომ თარგის ჩასმა გამოსავალი არ არის. გიო ოქრო 22:00, 27 თებერვალი 2019 (UTC)[უპასუხე]
საუბარია ვიდეო თამაშის სიუჟეტზე :)) კარგით, ნუღა გავაგრძელებთ. იმედია, სხვა მომხმარებლებიც დააფიქსირებენ აზრს. გმადლობთ.--Blink! განხილვაწვლილი 22:05, 27 თებერვალი 2019 (UTC)[უპასუხე]