განხილვა:Animal Collective

გვერდი სხვა ენებზე არ არის ხელმისაწვდომი.
მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ალბათ ესეც უნდა გადავიტანოთ ენიმალ ქოლექთივი-ზე, როგორც სხვა ყველა სტატია: პინკ ფლოიდი, დაფტ პანკი, დიფ ფარფლი --გოტა (მომწერე) 14:51, 8 იანვარი 2011 (UTC)[უპასუხე]

დიფ ფარფლის განხილვა ნახე. ეს რომ ქართულ სათაურზე გადავიტანოთ, იქნება ანიმალ კოლექტივი. თუკი ეს ყურში არავის ხვდება ცუდად, შეგვიძლია გადავიტანოთ, ხოლო თუკი ინგლისური ორიგინალური გამოთქმა ქართული ფონეტიკის შეუსაბამობის გამო მახინჯდება გადმოქართულებისას, ვტოვებთ ინგლისურს (აქ რამდენადაა ეს შემთხვევა, ეს თქვენ გაარკვიეთ, მე ინგლისური არ ვიცი :)). — დავით პასუხი 14:54, 8 იანვარი 2011 (UTC)[უპასუხე]

რატომ ნიმალ ოლექივი? ალბათ ესე იქნება: ენიმალ ქოლექთივი. მშვენივრად ჟღერს. --გოტა (მომწერე) 16:59, 8 იანვარი 2011 (UTC)[უპასუხე]

ენიმალ ქოლექთივი კი ჟღერს მშვენივრად, მაგრამ ქართული ორთოგრაფიის წესებით სწორი არაა. მაგას ვამბობ ზუსტად. — დავით პასუხი 17:05, 8 იანვარი 2011 (UTC)[უპასუხე]

ამ შემთხვევაში ისე არ გამოითქმის, როგორც ინგლისურ სალაპარაკო ენაში animal, ანუ ცხოვრელი და collective, ანუ კოლექტივი? --გოტა (მომწერე) 17:16, 8 იანვარი 2011 (UTC)[უპასუხე]

მე არ ვიცი, ზუსტად რა შემთხვევაში ხდება გადაქართულება და როგორ. როგორც წესია, ისე გავაკეთოთ. თქვენ უფრო იცით--PULSE განხილვაწვლილი 18:15, 8 იანვარი 2011 (UTC)[უპასუხე]

ზოგადად, მეც მხარს დავუჭერ ქართულ ვერსიას, მაგრამ რომელია სწორი, ისაა დასადგენი. ჩემი აზრით, რადგან Deep Purple გადმოქართულებულია, როგორც დიფ ფარფლი (და არა არლი, წესების მიხედვით), ხოლო Black Sabbath - ბლექ (და არა ბლე) საბათად, შეიძლება დავწეროთ ისე, როგორც გამოითქმის. Animal Collective-ის ნებისმიერ ქართულ ვარიანტში არცერთი ისეთი ასო არაა, რომლის სხვა ასოთი შეცვლა მოგვიწევდა ("ფონეტიკური მომხიბვლელობა"). Floydgeo, სად ხარ ვიღიმი შენი დახმარება გვჭირდება... და არა მარტო აქ, აქ, აქ და აქაც. — გიორგი განხილვაწვლილი 06:40, 9 იანვარი 2011 (UTC)[უპასუხე]

უუხ! ეს ის თემაა, რომელზეც უკვე რამდენიმე წელია ვკამათობთ და შედეგს კი ვერ მივაღწიეთ. ადრე სხვანაირად ვფიქრობდი, მაგრამ ახლა ამას ვიტყვი: ინგლისური ჯგუფების სახელწოდებები დავტოვოთ ორიგინალში, რადგან მათი ქართული მართლწერა და გავრცელებული გამოთქმა სასტიკად განსხვავებულია ხშირად (დიფ ფარფლი – დიპ პარპლი, ზე ბითლზი – თე ბიტლსი, ფინქ ფლოიდი – პინკ ფლოიდი და ა. შ...). ხოლო სხვაენოვანი დასახელების ჯგუფები გადმოვაქართულოთ, ისინი ფონეტიკურ პრობლემას არ ქმნიან (მაგ. ქართული გამოთქმა რამშტაინი მშვენივრად შეესაბამება ორიგინალურ გერმანულს; სხვა ენებშიც ასეა... ჯგუფი არ მახსენდება უბრალოდ). — დავით პასუხი 06:50, 9 იანვარი 2011 (UTC)[უპასუხე]
აგერ მე აქ კანონპროექტიც კი ჩამოვაყალიბე ამ საკითხთან დაკავშირებით, მაგრამ რად გინდა... მარტო სანდრო მომცა თანხმობა, ხოლო მანამდე შენც, დათო. ამ პროექტის მიხედვით კი Animal Collective თარგმანს ექვემდებარება. — გიორგი განხილვაწვლილი 07:01, 9 იანვარი 2011 (UTC)[უპასუხე]