განხილვა:ჭაბუა ამირეჯიბი

გვერდი სხვა ენებზე არ არის ხელმისაწვდომი.
მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

იქნებ ამ სტატიას ვინმემ მიხედოს ვიკიფიცირების თვალსაზრისით. ნახეთ რა წერია:

არა, ის ამდაგვარად ვერ მოიქცევა და სტალინური “გულაგ”-ის სხვადასხვა პუნქტებს – ყარაგანდის, კოლიმის, მორდოვეთის, ტაიმირის ნახევარკუნძულის, აღმოსავლეთ ციმბირის და შორეული აღმოსავლეთის ბანაკებს მოივლის, ძველ სამ გაქცევას კიდევ სამს დაუმატებს...

ამ ვითარებამ შეიძლება კიდევ გაგვახსენოს ორი დიდი კატორღელი:

პირველი მათგანი ლეკთა ტყვეობიდან უშედეგოდ გაქცეული დავით გურამიშვილი არის:

”მამიყვანეს, არა ღირსთა ღირსეულად მიმსახურეს,

არც მასვეს და არც მაჭამეს, არც ჩამაცვეს, არც დამხურეს.

უსასყიდლოდ მიღებული გასასყიდად დამაშურეს.

გავიპარე, დამიჭირეს, რად წახველო, დამპაღურეს”.

ხოლო მეორე კი ალჟირის ფაშას ტყვეობაში მონად გაყიდული მიგელ დე სერვანტეს საავედრა.

აბსოლუტურად არაენციკლოპედიურია. სხვა სტატიაზე რომ არ ვმუშაობდე ახლა, აუცილებლად მივხედავდი.--Zolokin განხილვაწვლილი 00:14, 23 სექტემბერი 2010 (UTC)[უპასუხე]

ასე უნდა იწყებოდეს? ის ჯერ ბერია და მერე მწერალი?! — მიხეილ მიწერა 20:45, 25 აპრილი 2013 (UTC)[უპასუხე]

ცხოვრების დიდი ნაწილი ბერი რომ ყოფილიყო და მწერლობა უკან პლანზე გადაედო, სხვა იქნებოდა, მაგრამ პირველ რიგში მწერალია. ბერი რომ გახდა, მაგი ჯერ-ჯერობით მეორეხარისხოვანია. ლეონარდ კოენი რამდენიმე წელი ბუდისტურ მონასტერში ცხოვრობდა (სახალისო ფაქტი - სინთეზატორს სალოცავის უკან მალავდა და ჩუმ-ჩუმად უკრავდა) და მერე დაუბრუნდა სცენას. ამიტომ ნაადრევია ჯერ იმის წერა, რომ ამირეჯიბი პირველ რიგში ბერია და არა მწერალი. --H.McC. განხილვაწვლილი 21:02, 25 აპრილი 2013 (UTC)[უპასუხე]

მეორე მხრივ - თუკი მართლა ისეთი პირი უჩანს, რომ სიცოცხლის ბოლომდე ბერად დარჩება (91-ს კი არის უკვე), მაშინ მართლა გამოდის, რომ ბერი პრიორიტეტული. --H.McC. განხილვაწვლილი 21:07, 25 აპრილი 2013 (UTC)[უპასუხე]

ნამდვილად ასეა. ეს კი ჩავასწორე, მაგრამ რას ჰგავს, სტატია ფაქტიურად ხელახლაა დასაწერი. — მიხეილ მიწერა 21:08, 25 აპრილი 2013 (UTC)[უპასუხე]

ეს ნაწილი სტატიიდან ამოვიღე, უბრალოდ არ მესმის, როგორ შეიძლება მისი ჩასმა ენციკლოპედიურ სტატიაში და განხილვის გვერდზე მაინც იყოს - სამი თვე ზის სიკვდილმისჯილთა საკანში, ფრანსუა ვიიონს იხსენებს ხოლმე და ჯერ კიდევ არ იცის, რომ ამავე მდგომარეობაში მყოფი იულიუს ფუჩიკი “რეპორტაჟი სახრჩობელიდან”-ს წერს: „და ტრიბუნალი კვლავაც რომ შეუცვლის სასჯელს 25 წლის პატიმრობით, ისეთივე ტრგიფარსულ ვითარებაში ამოჰყოფს თავს, როგორც 1849 წელს “პეტრუშევსკის საქმის” გამო სასიკვდილო ეშაფოტზე აყვანილი თედორე დოსტოევსკი – შეწყალებას რომ გამოუცხადებენ და სიკვდილს მთელი სიცოცხლის განმავლობაში კატორღად რომ შეუცვლიან“.--Melberg; 18:59, 13 დეკემბერი 2013 (UTC)[უპასუხე]

სტატია გადავამუშავე, მემგონი ამჟამად ჩვენი კრიტერიუმების შესაბამისია. თუ არა - შეგიძლიათ დააბრუნოთ, ჩემთვის არაა პრობლემა.--Melberg; 12:56, 14 დეკემბერი 2013 (UTC)[უპასუხე]

დაბადების თარიღი[წყაროს რედაქტირება]

იქნებ ვინმემ ქსე-ში შეამოწმოს, რომელ ნომებერსაა დაბადებული? — Mikheil მიწერა 13:29, 24 ნოემბერი 2014 (UTC)[უპასუხე]