განხილვა:ცენტრალური ბოტანიკური ბაღი

გვერდი სხვა ენებზე არ არის ხელმისაწვდომი.
მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ეს იგივეა რაც თბილისის ბოტანიკური ბაღი. აქ რაცაა გადასატანია არსებული სტატიის ისტორიის ნაწილში. - ალ-ო / 21:27, 28 ივლისი 2007 (UTC)[უპასუხე]

არსებული სტატია თბილისის ბოტანიკური ბაღი სამწუხაროდ ვიკიპედიამ არ ამომიგდო. დღესდღეობით ოფიციალურად რა ჰქვია? ქსე-ის მიხედვით საქართველოს მეცნიერების აკადემიის ცენტრალური ბოტანიკური ბაღი, იმიტომ გავაკეთე გადამისამართება აგრეთვე თბილისის ცენტრალური ბოტანიკური ბაღიდან. ჩემი თხოვნა იქნება დავადგინოთ ოფიციალურად რა ჰქვია და გადამისამართება ისე გაკეტდეს. გუგლის ძიების მიხედვით ორივეს იძლევა. --ცანგალა () 21:49, 28 ივლისი 2007 (UTC)[უპასუხე]

ვიკიპედიაც და გუგლიც იმწამში სიაში პირველს გიჩვენებს არსებულ სტატიას. თბილისის ბოტანიკური ბაღია ეს ოფიციალურადაც და არაოფიციალურადაც. თბილისის ოფიციალურ ვებგვერდზეც ასეა მითითებული. ა.

ჩვენი კოლეგები ესპანური და გერმანური ვიკიპედია წერს ცენტრალურს. გვერდი - ფლორა და ფაუნა | ჩემი გარემო - ესეც როგორც ცენტრალურს წერს. თბილისის ბოტანიკური ბაღი რომ არის - ამაში არ გეკამათები - მეც ასე ვიცი, მაგრამ ოფიციალურად რომელია მიღებული. თუ ცენტრალური არის ოფიციალური მაშინ სტატია თბილისის ბოტანიკური ბაღი უნდა გადამისამართდეს ცენტრალურ ბოტანიკურ ბაღზე. დაველოდოთ სხვა მომხმარებლებსაც. ხოლო რაც შეეხება სტატიის ამოგდებას, როდესაც მე ვიკიპედიაში ჩავწერე ცენტრალური ბოტანიკური ბაღი - ვიკიპედიამ არ ამომიგდო სტატია თბილისის ბოტანიკური ბაღი. სტატია, რომ ამოედგო, მაშინ განხილვის გვერდზე ჩავწერდი ინფორმაციას და არ შევქმნიდი ახალ სტატიას.ცანგალა () 22:31, 28 ივლისი 2007 (UTC)[უპასუხე]

ჩემთვის ქალაქ თბილისის ოფიციალური ვებგვერდი ოფიციალური წყაროა. ამ ბაღის სრული სათაური და ყველა ალტერნატიული სახელი უნდა ჩაიწეროს სტატიის დასაწყისში და არა თვით სათაურში. სათაური უნდა იყოს ლაკონური და კოლოქვიალურად ყველაზე მიღებული. - ალ-ო / 22:42, 28 ივლისი 2007 (UTC)[უპასუხე]

ეს უკვე კარგია, რომ მივედით იმ დასკვნამდე, რომ ბაღს ოფიციალური და არაოფიციალური სახელი აქვს. თორემ ადრე წერდი, რომ "თბილისის ბოტანიკური ბაღია ეს ოფიციალურადაც და არაოფიციალურადაც". ახლა როგორც გინდა ისე გააფორმე სტატია თბილისის ბოტანიკური ბაღი. ესპანურმა ვიკიპედიამ სრულად დაწერა სტატიის სათაური. იმედია ეს განხილვის გვერდი არ დაიკარგება. ხოლო ქალაქ თბილისის ოფიციალურ ვებგვერდს მომავალში წყაროდ ყველაფერში ნუ გაიხდი - ზოგ რაღაცეებში ტყუიან ან ვიღაცას დაეზარა სრული სახელის ჩაწერა. ისე სხვების აზრსაც დაველოდოთ. --ცანგალა () 23:04, 28 ივლისი 2007 (UTC)[უპასუხე]

თსუ-ში ლოგიკის კარგ პროფესორს ვიცნობ. ძალიან მოხუცდა, მაგრამ კიდევ ასწავლის. :)) ა.

ე. ი. კარგი პროფესორია, რომ განათლების რეფორმის მსხვერპლი არ გახდა. :)))--ცანგალა () 09:10, 29 ივლისი 2007 (UTC)[უპასუხე]