განხილვა:შამგონა

გვერდი სხვა ენებზე არ არის ხელმისაწვდომი.
მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

არ შეიძლება კატეგორია:საქართველოს კუნძულების შექმნა??? შამგონა ხომ კუნძულია საქართველოსი..--ლიკა 19:17, 26 ივნისი 2009 (UTC)[უპასუხე]

კუნძულს რა ჰქვია?--ცანგალა () 19:23, 26 ივნისი 2009 (UTC)[უპასუხე]
შამგონა, თან სოფელიცაა--ლიკა 19:25, 26 ივნისი 2009 (UTC)[უპასუხე]
ლიკუშ, ჩავიხედე ქსე-შიც. არ წერია რომ სოფელი მდებარეობს იმავე სახელწოდების კუნძულზე. ეს სტატია კი ხან სოფელია ხან კუნძული. ჯერ შევიკავოთ კატეგორიის შექმნისაგან. იქნებ დაზუსტების საშუალება გაქვს ან შენ ან სხვა მომხმარებელს. --ცანგალა () 20:03, 26 ივნისი 2009 (UTC)[უპასუხე]
კარგით, ზუსტად ნახევარი საათის წინ ვკითხე ერთ გეოგრაფს და დამიდასტურა რომ შამგონა კუნძულიცაა და სოფელიც.--ლიკა 20:13, 26 ივნისი 2009 (UTC)[უპასუხე]
დაველოდოთ სხვების აზრსაც.--ცანგალა () 20:25, 26 ივნისი 2009 (UTC)[უპასუხე]

შამგონა სოფელიცაა და კუნძულუიც, მე მაქიდან ვარ. --62.212.42.63 12:19, 14 ნოემბერი 2009 (UTC)გელა

მეც ზუსტად ამას ვამბობ! -- 15:19, 14 ნოემბერი 2009 (UTC)[უპასუხე]

შავ ზღვაშია თუ მდინარეში? თუ მდინარეშია, ერთადერთი კუნძული არ ყოფილა. მგონი პალიასტომშიც არის კუნძული, ფარავანშიც... ბოლოს და ბოლოს, რუსთავში მტკვარშიც კია მოზრდილი ტყიანი კუნძულები :)). ასე რომ, ერთადერთი არა მგონია იყოს, ხოლო თუ ზღვაშია ეს კუნძული, მაშინ კატეგორიის შექმნა მაინც არაა აუცილებელი, რადგან ამ კატეგორიაში მარტო ერთი სტატია იქნება :)) — დათო პასუხი 18:10, 15 ნოემბერი 2009 (UTC)[უპასუხე]

საქართველოში არსებული "კუნძულებიდან" რომელია დასახლებული? არცერთი რამდენადაც ვიცი გარდა სოფ.შამგონისა. ასერომ შამგონა მხოლოდ მიწის რაღაც ნაწილი არ არის. შამგონა არის მდ. ენგურში, სახლობს რამდენიმე ათასი მოსახლე, მდებარეობს ქ.ზუგდიდიდან 8 კილომეტრში. აქვს ორი შესასვლელი საქართველოს კონტროლირებადი ნაწილიდან, სოფელში გადის რკინისგზა,რომელიც აფეთქებულიქნა აფხაზეთის ომის დროს. 62.212.42.63 21:00, 16 დეკემბერი 2009 (UTC)გელა

გასაგებია, მაგრამ ერთადერთი კუნძულიო რომ წერთ, ეს იმას ნიშნავს რომ მართლაც ერთადერთი მიწის ნაგლეჯია წყლით შემოფარგლული. სხვა მკითხველმაც ასე რომ არ გაიგოს, სტატიაში უფრო დააკონკრეტეთ, რომ ეს არის საქართველოს ერთად–ერთი სოფელი, რომელიც კუნძულზეა გაშენებული და ისიც აღნიშნეთ, რომ ეს კუნძული მდინარეშია და არა ზღვაში. — დათო პასუხი 09:08, 17 დეკემბერი 2009 (UTC)[უპასუხე]