განხილვა:ყორნისი (დაბა)

გვერდი სხვა ენებზე არ არის ხელმისაწვდომი.
მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ეს სტატია გადამაქვს. გარდა იმისა, რომ ყორნისის დარქმევის შესახებ აქტი არ იძიება (ეს კიდევ არაფერი, 90-იანი წლების აქტების მოძიება რთულია), თანამედროვე დოკუმენტებშიც ყველგან იხსენიება, როგორც ზნაური. ასევე მუნიციპალიტეტი არასწორია და ვასწორებ --M. განხილვაწვლილი 12:21, 29 იანვარი 2018 (UTC)[უპასუხე]

ჯერ ერთი, რომ ასე სწრაფად არ ხდება გადატანა (წესების მიხედვით სამი დღე უნდა დაიცადო), მეორეც არასწორად გაააკეთე გადატანა, მსგავს შემთხვევაშ ხდება სტატიების ისტორიების გაერთიანება, რაც ადმინების პრეროგატივაა. --ჯაბა 1977 13:54, 29 იანვარი 2018 (UTC)[უპასუხე]

არსებობს რამდენიმე დოკუმენტი სადაც მოხსენიებულია ყორნისი და მისი რაიონი.

ვფიქრობ ამ დონის დოკუმენტები თუ მოიხსენიებენ ეს ნიშნავს რომ ნამდვილად ერქვა ყორნისი, ხოლო როდის ეწოდა ამას თუ ვერ გავარკვევთ ეს სხვა საკითხია და ამ შემთხვევაში მინიმუმ სტატიიდან უნდა ამოგვეღო მხოლოდ წლები. --ჯაბა 1977 14:09, 29 იანვარი 2018 (UTC)[უპასუხე]


განხილვა:ზნაური — განხილვის გვერდები არის შესაერთებელი. არსებობს სტატიის ორი განხილვის გვერდი.-- ცანგალა 14:33, 29 იანვარი 2018 (UTC)[უპასუხე]

ცანგალა, მეც მაგაზე ვწერდი, რომ რაღაცა არასწორადაა გაკეთებული. გარდა ამისა - ენციკლოპედია საქართველო ტ. 3 თბ., 2014 წელი გვ., 372

  • ზნაური, ყორნისის სახელწოდება 1931-91.

მე ვფიქრობ წყარო არის და ეს სტატია დასაბრუნებელია უკანვე. --ჯაბა 1977 14:36, 29 იანვარი 2018 (UTC)[უპასუხე]

მოძველებული წყაროს მიხედვით (ქსე) არსებობს სოფელი ყორნისი (ზნაურის რაიონი) (ქსე,ტ. 10 გვ.659) და არსებობს დაბა ზნაური (ქსე, ტ. 4, გვ. 523) — რომელი დარჩა და რომელი გაუქმდა. თუ ორივე არსებობს?-- ცანგალა 14:43, 29 იანვარი 2018 (UTC)[უპასუხე]
http://georgianencyclopedia.ge/index.php/%E1%83%97%E1%83%98%E1%83%A6%E1%83%95%E1%83%98%E1%83%A1_%E1%83%9B%E1%83%A3%E1%83%9C%E1%83%98%E1%83%AA%E1%83%98%E1%83%9E%E1%83%90%E1%83%9A%E1%83%98%E1%83%A2%E1%83%94%E1%83%A2%E1%83%98 თიღვის მუნიციპალიტეტი — პრეზიდენტის 2007 წლის 10 მაისის #296 ბრძანებულებით. გთხოვთ ამასაც გადახედოთ.-- ცანგალა 14:52, 29 იანვარი 2018 (UTC)[უპასუხე]

არცერთი გაუქმებულა, ორივე არსებობს: ყორნისი (ქარელის მუნიციპალიტეტი) და ყორნისი (დაბა). რაც შეეხება წყაროებს, ხელთ მაქვს 2014 წლის წყარო (ენციკლოპედია საქართველო). --ჯაბა 1977 15:22, 29 იანვარი 2018 (UTC)[უპასუხე]

ეს დოკუმენტები არის არარელევანტური. ასე მეც შემიძლია 2014 წლის მთავრობის დადგენილება დავლინკო, სადაც ზნაურის რაიონი არის ნახსენები. ყველაზე მთავარი, ოფიციალური ლინკი სტატიაში მივუთითე, ესაა საჯარო რეესტრის მონაცემი. არსებობს მუნიციპალიტეტების რეესტრი http://mreg.reestri.gov.ge/ რომლის მიხედვითაც უნდა გასწორდეს ყველა მუნიციპალიტეტი და მათში შემავალი სოფლები და ადმინისტრაციული ერთეულები. ქარელის მუნიციპალიტეტში არავითარი დაბა ყორნისი არ ფიქსირდება. ქე შეცდომას უშვებს ამ შემთხვევაში --M. განხილვაწვლილი 17:32, 29 იანვარი 2018 (UTC)[უპასუხე]

აქ მითითებულ ბმულში მოცემულია 2006 წლის მონაცემები. ვიკიპედიის წესებიდან გამომდინარე კი ახალს უფრო ენიჭება უპირატესობა. ენციკლოპედია საქართველო იქვე წერს რომ რაიონი გაუქმდა 1991 წელს და შეუერთდა ქარელის მუნიციპალიტეტს. თქვენ გაქვთ მონაცემები როდის მოხდა ამ რაიონის უკან გამოყოფა და ყორნისისათვის ისევ ზნაურის სახელის მინიჭება? --ჯაბა 1977 18:08, 29 იანვარი 2018 (UTC)[უპასუხე]

P. S. ჩემ პირველ მესიჯში მითითებულ შეცდომებს გასწორება უნდა. --ჯაბა 1977 18:11, 29 იანვარი 2018 (UTC)[უპასუხე]

ამ ბმულში არ წერია 2006-ის მონაცემი. ამ ბმულში 2018 წლის მონაცემია: იხ. ამონაწერის თარიღი. 2006 მუნიციპალიტეტის რეგისტრაციის თარიღია. ამავე რეესტრში შეგიძლია იხილო ქარელის მუნიციპალიტეტის მონაცემები, რომლის შემადგენლობაში არც ყორნისი არც ზნაური და არც ზნაურის რაიონის ყოფილი სხვა სოფლები არ წერია. ასევე ქე-ში არც თიღვის, ერედვის, აჟარის მუნიციპალიტეტებია ნახსენები, მაშინ როცა ესენი არსებობს (ფორმალურად, საკანონმდებლო დონეზე, რადგან ტერიტორია ოკუპირებულია). რაც შეეება ტექნიკურ მხარეს, თუ რაიმე შეცდომა დავუშვი, ბოდიში, შეგიძლიათ გაასწოროთ. შინაარსობრივად ჩემი ცვლილებები დასაბუთებული და აბსოლუტურად გამართლებულია, ყველაფერზე შესაბამის წყაროა დართული --M. განხილვაწვლილი 04:23, 30 იანვარი 2018 (UTC)[უპასუხე]