განხილვა:ყარყატი

გვერდი სხვა ენებზე არ არის ხელმისაწვდომი.
მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

@გიო ოქრო: იქნებ ჩახედო ამ სტატიის ისტორიას — Mikheil მიწერა 21:24, 11 დეკემბერი 2020 (UTC)[უპასუხე]

ლიტერატურა მითითებულია არასწორად. მე-10 ტომი უნდა იყოს, სადაც წერია რიგის შესახებ — მხოლოდ ეს. 118 სახეობის გამაერთიანებელი სტატიიდან ინფორმაციის ამოღება და 7 სახეობის შემცველ გვარში ამის ჩამატება, მგონი, ცოტა არასწორია. ჩემი აზრით, გვარის შესახებ სტატიას უნდა ერქვას „ყარყატი (გვარი)“, რადგან წყაროების მიხედვით ყარყატი უპირატესად არის იშხვარი. ძველ წყაროებში (მაგ., ფრინველების სარკვევი, 1985) ყარყატი არის Ciconia ciconia, უფრო ახლებით (ქსე, 1986) — Ciconia nigra, ხოლო ზემოხსენებული არის „ლაკლაკი“. საქართველოს სსრ წითელ წიგნშიც კი (1982, გვ. 32) — „იშხვარი, ანუ ყარყატი“. ამიტომ, ეს გვერდი უნდა გადამისამართდეს იშხვარზე, ისე, როგორც იყო. გვარს უნდა ერქვას „ყარყატი (გვარი)“, თუმცა საკითხავია, არასწორი წყაროს მიხედვით შემოტანილი სტატიის დარჩენა-არ დარჩენის ამბავი. გიო ოქრო 12:47, 12 დეკემბერი 2020 (UTC)[უპასუხე]