განხილვა:ქალის სურნელი (ფილმი)

გვერდი სხვა ენებზე არ არის ხელმისაწვდომი.
მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

–––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––

ძალიან კარგი იდეაა უცხოური ფილმების ქართულად ნათარგმნი სათაურის გარდა ორიგინალის სათაურის მითითებაც, რამაც ქართულ ვიკიპედიაშივე უნდა გაადვილოს ფილმზე არსებული ინფორმაციის მოძებნა. ანუ ასე: ["ქალის სურნელი" (ფილმი)] და ["Scent of a Woman" (ფილმი)].

არ ვიცი ვის მოაფიქრდა ეს ხერხი, მაგრამ ქართულსა და ორიგინალის ენაზე სათაურის გვერდით ფრჩხილებში ჩასმული სიტყვის "ფილმი" მეშვეობით გადაწყდა ერთი პრობლემა და კერძოდ ის, რომ ხდება გადამისამართება, ანუ მოძებნა ადვილდება.

ძალიან ხშირად, სხვადასხვა მიზეზის გამო, ფილმების სათაურების თარგმნისას ბევრი უზუსტობა ჩნდება. ამიტომაც, ბევრ სხვადასხვაენოვან ფილმოგრაფიაში პირველად რათქმაუნდა სათაურს მიუთითებენ იმ სახელმწიფოს ენაზე, სადაც ფილმის პრეზენტაცია ხდება, ხოლო მერე ფრჩხილებში სათაურსაც მიაწერენ ორიგინალის ენაზე. ამით თავიდან იცილებენ შესაძლო გაუგებრობებს. მაგ,; თუ არ იცი რა ჰქვია ორიგინალში ბილი უიალდერის ფილმს "ჯაზში მხოლოდ გოგონები არიან" (თავის დროზე ეს სათაური გადმოტანეს რუსულიდან "В джазе только девушки") რუსების გარდა ვერავის ვერ მიახვედრებ, რომელ ფილმზე საუბრობ, იმიტომ რომ ფილმს ორიგინალში ჰქვია "Some Like It Hot".

ძალიან კარგი იქნება, თუ შეძლებისდაგვარად ყველა ფილმზე (ევროპულ ფილმებზე მაინც) მსგავსი ხერხი დაინერგება.

სხვათა შორის, მოსკოვის ფესტივალზეც (Moscow Music Peace Festival) ასე გავაკეთებდი, ოღონდ ამჯერად კიდევ ერთ, მესამე ფონეტიკურად დაწერილ გადამისამართებას დავუმატებდი, (აი, ამ შემთხვევაში ჩვენს ენათმეცნიერებს მართლა არ დავუჯერებდი და გამოვიყენებდი წარმოთქმასთან მიახლოებულ ფონეტიკას, ანუ "მოსკოვ მიუზიკ პის ფესტივალს" კი არ დავწერდი, არამედ ან მოსქაუ მჲუზიქ ფიის φესთივლ, ან ასე მაინც; მოსქაუ მიუზიქ ფიის ფესთივლ. იმისათვის, რომ ინგლისურის არმცოდნემაც შესძლოს ორი მარტივი რამ: (1.) სტატიის მოძებნა და (2.) შესაბამისი სათაურის წაკითხვა და განმეორება ისე, რომ რეციპიენტმაც გაუგოს რას გულისხმობს, ან ვიზე საუბრობს მთქმელი. ინფორმაციის მთავარი მიზანი ხომ ხელმისაწვდომობა, პოვნადობა და (ალბათ) წაკითხვადობაცაა. ის ძალიან–ძალიან აკადემიური ფონეტიკური ნიშნები, მე მგონი, მხოლოდ ფონეტისტებისთვისა და ლოგოპედებისთვისაა გასაგები, ხოლო ვიკიპედიას სახალხო ჰქვია.

--pirtskhalava 02:35, 6 აპრილი 2008 (UTC)[უპასუხე]

"ჯაზში მხოლოდ გოგონები არიან" - ქართულად არის დამკვიდრებული „ჯაზში მხოლოდ ქალიშვილები არიან“. ქართულენოვანი ვიკიპედია განკუთვნილია ქართული ენის მცოდნეთათვის - ასე, რომ სათაური ყოველთვის ქართულში დამკვიდრებული უნდა იყოს. რატომ არის ფესტივლის შესახებ ამ გვერდზე განხილვა ვერ გავიგე, მაგრამ ამ ფესტივლის სახელი ისე უნდა ეწეროს როგორც ქართულშია დამკვიდრებული. აქვე ასეთი შეკითხვა მაქვს: ფესტივალი იყო მოსკოვში (1989) და რატომ უნდა ითარგმნოს ინგლისურიდან და არა რუსულიდან. ორიგინალი სახელი ხომ მაინც რუსულია, ხოლო ინგლისურად თარგმნეს. ხოლო ფილმი პირიქით ორიგინალი არის ინგლისური. მე პირადად მომხრე ვარ, რომ ჩვენს ენათმეცნიერებს დავუჯეროთ. კარგი თუ ცუდი თარგმანია ყოველთვის დამკვიდრებული ჯობია გამოვიყენოთ. ხოლო ქართულ სათაურთან მივუწეროთ ორიგინალი სათაური თავისი ტრანსკიფციით, რითაც დახმარებას გავუწევთ მკითხველს. 1989 წელს ჯერ კიდევ სსრკ-ის დროს ალბათ ფესტივლის სახელი საქართველოს სსრ-ში რუსულიდან იქნებოდა თარგმნილი ქართულად და არა ინგლისურიდან - ეს მხოლოდ ჩემი აზრია.--ცანგალა () 10:29, 6 აპრილი 2008 (UTC)[უპასუხე]

მე ბალზე ვარ და ბალს ვკრიფავ. შენ?... --pirtskhalava 12:21, 6 აპრილი 2008 (UTC)[უპასუხე]

ე. ი. ვერ გავიგე შენი ნათქვამი?--ცანგალა () 18:02, 6 აპრილი 2008 (UTC)[უპასუხე]