განხილვა:ქალაქგეგმარება

გვერდი სხვა ენებზე არ არის ხელმისაწვდომი.
მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

რომელია სწორი?[წყაროს რედაქტირება]

სიმართლე ვთქვა არქიტექტურულ საზოგადოებაში (საქართველოში) იხმარება ეს ტერმინი– ქალაქგეგმარება(ურბანისტიკასთან ერთად), მაგრამ ქართულ სამეცნიერო ლიტერატურაში წერია – ქალაქგეგმარება! ჩემთვის მაგალითად სასურველი იქნებოდა სწორედ ამ უკანასკნელით მოვიხსენიებდეთ და ვწერდეთ. პატივისცემით --Rastrelli 14:55, 23 ოქტომბერი 2007 (UTC)[უპასუხე]

ორივე ფორმა სწორია, თუმცა თანხმოვნებით გადატვირთვის გამო თ ბუნებრივად შეიკვეცა და ამიტომ ქალაქგეგმარება იხმარება. თ ზედმეტია ჩემი აზრით. - ალ-ო / 22:41, 5 ნოემბერი 2007 (UTC)[უპასუხე]

ქსე მიხედვით ტ. 10, გვ. 445, თბ., 1987 წერია ქალაქთგეგმარება და იქიდან გამომდინარე როგორც ზემოთ მომხმარებელი :Rastrelli F აღნიშნავს (ქართულ სამეცნიერო ლიტერატურაში წერია) ცუდი არ იქნება თუ იქნება გადამისამართება ქალაქთგეგმარებაზე და არა პირიქით. --ცანგალა () 09:10, 6 ნოემბერი 2007 (UTC)[უპასუხე]

„ქალაქთგეგმარება“-ზე ხომ არ გადავიტანოთ? - Island 09:46, 14 თებერვალი 2008 (UTC)[უპასუხე]

არ ვიცი, არ ვიცი, არქაულია. გადაიტანეთ, მაგრამ მრავლობითის ნაწილაკი თ შინაარსითაც ზედმეტია, ვინაიდან ტერმინი ქალაქგეგმარება ზოგადად ქალაქის დაგეგმვას ნიშნავს და არა ქალაქების დაგეგმვას. ა.

შეიძლება მეც ძალიან 'გავაჯაზე' დასაწყისში, არავინ არ ხმარობს ქალაქთგეგმარებას, კათედრასაც კი ქალაგეგმარება აწერია ვიკრიჭები. ზოგადად სიმპატიები პირველისკენ მაქვს, თანაც მართლწერაში გარდა თანხმოვანთა კუმშვისა ითვალისწინებენ ტრადიციასაც: დღეს არავინ ამბობს „გმადლობ“, ლაპარაკში ყველა „მადლობს“ ამბობს, მაგრამ ტრადიციით მაინც იწერება „გ“. თუმცა ენის გამარტივების ბუნებრივ პროცესს ვერაფერს უზავ. --Rastrelli F.B. 08:29, 15 თებერვალი 2008 (UTC)[უპასუხე]

eg magaliti shen rom moikvane uxeshi gramatikuli shecdomaa :)), gmadlob-shi g sheidzleba ar ismis, imitom rom krua, magram aucilebelia. qalaqgegmarebis shemtxvevashi ki mravlobitis nacilaki aucilebeli araa, imitom rom zogadad qalaqi igulisxmeba (imazea damokidebuli es sitkvatsherckma romeli sitkvebisgan miviget "qalaqta gegmareba" tu "qalaqis gegmareba", pirvel shemtxvevashi t rcheba, meoreshi t saertod araa). a.

ალსანდროსთან მაქვს ასეთი შეკითხვა, რატომ არის მართებული ქალაქთმშენებლობა და არა ქალაქმშენებლობა? რაც შეეხება ქალაქთგეგმარებას გუგლმა ამოაგდო რაოდენობრივად მეტი თ-ს გარეშე, მაგრამ საქართველოს პარლამენტისა და მთავრობის გვერდები კანონებში წერენ ქალაქთგეგმარებას. ინგლ. ვიკიპედია ხომ მრავლობით რიცხვში წერს Urbanism is the study of cities --ცანგალა () 23:37, 15 თებერვალი 2008 (UTC)[უპასუხე]

ქალაქმშენებლობა სხვა თემაა. ქალაქგეგმარება ინგლისურად არის city planning. ა.

სხვა თემა რომ არის მესმის, მაგრამ მე მაინტერესებდა რატომ შეიძლება მშენებლობაში ქალაქის გამოყენება მრავლობით რიცხვში, ხოლო გეგმარებაში არა. აქვე მაქვს ერთი ასეთი შეკითხვა საერთაშორისო ბმულებთან დაკავშირებით ინგლ. არსებობს en:Urban planning და როგორც შენ აღნიშნე city planning. ამ ინგლ. გვერდზე ზის ქართული სტატია ქალაქგეგმარება, მაგრამ ქართულ ვიკიპედიიდან სხვა ინგლ ბმულზე გადავდივართ en:Urbanism-ზე. გასასწორებელი ხომ არ არის? --ცანგალა () 09:37, 16 თებერვალი 2008 (UTC)[უპასუხე]

მე მგონი რომ იდეაში სიტყვა შეიქმნა ქალაქგეგმარების სახით, სწორედ ქალაქების გააზრებით და შემდეგ უკვე „თ“ შეიკუმშა. ამ თვალსაზრისით –ს არხმარება ისეთივე შეცდომაა როგორც მადლობ. --Rastrelli F.B. 12:54, 16 თებერვალი 2008 (UTC)[უპასუხე]

საერთაშორისო ბმულები[წყაროს რედაქტირება]

გამარჯობა. ძვევლი განხილვიდან უყურადღებოდ დარჩა სტატიის საერთაშორისო ბმულები, რომლებიც ეხება ურბანიზმს, რომელიც აბსოლუტურად სხვა შინაარსის ტერმინია და ქალაქგეგმარებასთან (და ქალაქგეგმარებასთანაც) უშუალო კავშირში არაა! თავის მხირვ, ქალაქგეგმარება არ არის Urban planning ან City Planning (სინონიმი), ვინაიდან ეს უკანასკნელნი არიან სივრცითი დაგეგმვის (Spatial Planning) ნაწილი და არა სივრცითი დაგეგმარებისა (Spatial design). ამ სტატიას, შინაარსიდან გამომდინარე უნდა ებმოდს Urban design და Градостроительное проектирование, ხოლო ქართული სტატია ურბანული დიზაინი უნდა შეეწყას მას. --Rastrelli F 10:05, 26 აგვისტო 2018 (UTC)[უპასუხე]