განხილვა:ქაიხოსრო (ქაქუცა) ჩოლოყაშვილის ქუჩა

გვერდი სხვა ენებზე არ არის ხელმისაწვდომი.
მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ეს ქუჩა აღარ არსებობს. დღეს არის გაბრიელ სალოსის გამზირის ნაწილი. გიო ოქრო 19:10, 28 დეკემბერი 2023 (UTC)[უპასუხე]

და სტატია რატომ წაშალე? თამარ მეფეც აღარ არის და მასზეც წავშალოთ? ჩემი აზრით სტატია უნდა დაუბრუნდეს წინა მდგომარეობას და მრავალმნიშვნელობის გვერდიც ცალკე გაკეთდეს. Wiki - ჯაბა 12:49, 12 იანვარი 2024 (UTC)[უპასუხე]
@Jaba1977 ქუჩა შეერწყა სხვა ქუჩას და ინფორმაცია გადავიდა იმ სტატიაში — ბერი გაბრიელ სალოსის გამზირი. შეცვლის წყაროც მითითებულია. გიო ოქრო 13:09, 12 იანვარი 2024 (UTC)[უპასუხე]
არ მგონია სწორი, რადგან ვინმეს რომ აინტერესებდეს უნდა მოიძიოს ამ სახით, თან გვაქვს კატეგორია:თბილისის ყოფილი ქუჩები და ის კატეგორიაც ჩავუსვი. Wiki - ჯაბა 19:26, 12 იანვარი 2024 (UTC)[უპასუხე]
ყოფილი ქუჩა არ არის, შეეცვალა სახელი და სხვა ქუჩას შეუერთდა. ყოფილ ქუჩებში ისეთი ქუჩებია, რომლებიც საერთოდ აღარ არსებობს. ასეთი ორი ქუჩის შეერთების ისტორიები ბევრია. ახლანდელი ქუჩის სტატიაში არის აღწერილი მისი ზუსტი ისტორია. ამ სახელით კი მმ გვერდზე უნდა იძებნებოდეს ყველა ქუჩა ჩოლოყაშვილის სახელით. აღსადგენია ძველი ვერსია. გიო ოქრო 19:40, 12 იანვარი 2024 (UTC)[უპასუხე]
ქუჩა არსებობდა და აღარ არის ეს უკვე ყოფილია. ამ ფორმით უნდა შენარჩუნდეს. შენ უგულველყოფ იმ ადამიანების სურვილებს, რომელსაც უნდა მოიძიოს ინფორმაცია ამ სახელით. მორჩა სადავო არაფერია. პ.ს. ბევრს რომ წერ არ გეგონოს სწორად წერ ყველაფერს :) Wiki - ჯაბა 19:59, 12 იანვარი 2024 (UTC)[უპასუხე]
ქუჩას შეეცვალა სახელი და სხვა სახელი ჰქვია. არ გაუქმებულა, არ გამქრალა, შეეცვალა სახელი და სხვა სახელი ჰქვია. როგორც კონსტიტუციის ქუჩას ეწოდა გია ყანჩელის ქუჩა, ისე შეეცვალა ამ ქუჩას. მრავალ ქუჩას ეცვლება სახელი და სტატია გადაგვაქვს შესაბამის სახელზე. ეს ქუჩაც გადასატანია. მკითხველი კი ამ სახელზე ნახავს ფაქტს, რომ შეეცვალა სახელი და იხილავს გამზირის სტატიას. რა არის აქ უცნაური? ის მინაწერი უკომენტაროდ :)) გიო ოქრო 20:02, 12 იანვარი 2024 (UTC)[უპასუხე]
უტრირებ. კონსტიტუციის ქუჩას მთლიანს ეწოდა გია ყანჩელის ქუჩა და მარტივად გადაიტანდი. მაგრამ ამ შემთხვევაში (ტექსტიდან მომყავს ციტატა): 2014 წელს ქაქუცა ჩოლოყაშვილის ქუჩას, მასთან არსებულ ორ შესახვევს, ბოგდან ხმელნიცკის ქუჩის მონაკვეთს, მასთან არსებულ სამ შესახვევს და ერთ ჩიხს ანუ რვა ერთეულს ეწოდა სხვა სახელი და რა გადატანა-გადმოტანაზე საუბრობ? ამის გაგება რთულია? ამას რომ ვკთხულობ ნასოფლარებზე მახსენდება ერთი ძველი ვიკიპედიელის აზრები. მის გზის გაყოლას არ გირჩევდი. :) Wiki - ჯაბა 20:14, 12 იანვარი 2024 (UTC)[უპასუხე]
არაფერს არ ვუტრირებ. რვა ერთეულს არ ეწოდა სახელი, ორ ერთეულს შეეცვალა (რაზეც ვსაუბრობთ), შესახვევები ქუჩების ნაწილი არ გახდა. ხმელნიცკის ნაწილს და ჩოლოყაშვილს მთლიანად ეწოდა გაბრიელ სალოსის ქუჩა, ანუ ეს ქუჩა გახდა სალოსის ქუჩა და მიუერთდა ხმელნიცკის ნაწილი.
ასევე მაგალითად, გრაფისა და ნიკოლოზის ქუჩები გაერთიანდა ნატო ვაჩნაძის ქუჩად. ანუ შეგვიძლია გრაფისა და ნიკოლოზის ქუჩაზე ცალკე დავწეროთ სტატიები? არ მგონია. ნასოფლარები რა შუაშია ნაღდად ვერ მივხვდი )) გიო ოქრო 20:19, 12 იანვარი 2024 (UTC)[უპასუხე]