განხილვა:ფერდინანდ თავაძის ქუჩა

გვერდი სხვა ენებზე არ არის ხელმისაწვდომი.
მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

@Sergi2004: წერე სრულად გვარ-სახელები. ისწავლე ვაჟა-ფშაველა როგორ იწერება. ინფოდაფაში ჩასაწერია წინა სახელები და ბოლოს ნამდვილად საბურთალოს რაიონია?--ცანგალა 17:23, 14 ნოემბერი 2019 (UTC)[უპასუხე]

ძალიან არასწორად მიმაჩნია „იწყება, გრძელდება, სრულდება“. ვინ წყვეტს საიდან იწყება? იქნებ პირიქით, ბოლოს რასაც ვუწოდებთ იქიდან იწყება? ძაან გაუგებარია. გიო ოქრო 17:56, 14 ნოემბერი 2019 (UTC)[უპასუხე]
უნდა დაიწეროს „აქედან აქამდე“ და არა „იწყება, სრულდება“. გიო ოქრო 17:56, 14 ნოემბერი 2019 (UTC)[უპასუხე]

მაგას ნუმერაცია წყვეტს და ენციკლოპედია სადაც წერია აქედან აქამდეო. :) --Wiki - ჯაბა 18:06, 14 ნოემბერი 2019 (UTC)[უპასუხე]

„იწყება ვაჟა ფშაველას გამზირიდან და გრძელდება შალვა ნუცუბიძის ქუჩამდე“ — რა დარწმუნებულია ავტორი, რომ ვაჟა-ფშაველას ქუჩიდან იწყება და არა ნუციბიძიდან? 😂 გიო ოქრო 18:12, 14 ნოემბერი 2019 (UTC)[უპასუხე]

ენციკლოპედიაში სტატიები სწორედ ნუმერაციის მიხედვით არის შეტანილი და მდებარეობაც მასეა გათვლილი. --Wiki - ჯაბა 18:15, 14 ნოემბერი 2019 (UTC)[უპასუხე]

ენციკლოპედიაში ანბანურადაა დალაგებული და არა ნუმერაციით ან სხვა რამით. აქედანაც ჩანს, რომ „იწყება“ არ შეეფერება სიმართლეს. „დაწყება — როცა რამე იწყება; საიდანაც ან რითაც იწყება (რამე) ან იწყებენ (რასმე), დასაბამი, სათავე, თავი“ — ქართული ენის განმარტებითი ლექსიკონი. დაწყებას რაიმე სპეციფიკური განსაზღვრავს (მაგალითად ჩიხები რომელიღაც ქუჩიდან იწყება, მაგრამ ქუჩას ორი თავი-ბოლო აქვს და რომელია სათავე ეგ ანბანურად არ განისაზღვრება). ვფიქრობ ჯობია იყოს მდებარეობს ამა და ამ ქუჩებს შორის. გიო ოქრო 18:21, 14 ნოემბერი 2019 (UTC)[უპასუხე]

კი ბატონო იყოს. არ ვარ წინააღმდეგი. მაგრამ ნუმერაცია გათვალისწინებულია ამ ენციკლოპედიის შედგენისას, ეს ვიგულისხმე. რეალურად რუკასაც და გეოგრაფიულ მებარეობასაც თუ დააკვირდებით (და ადგილზეც თუ გადაამოწმებთ) ნუმერაცია იწყება ვაჟა-ფშაველას გამზირიდან და მიემართება ნუცუბიძის ქუჩისაკენ. ბუნებრივია ქუჩაც აქედან იწყება. ესაა და ეს. ვიმეორებ არც შენი წინადადების წინააღმდეგი ვარ. --Wiki - ჯაბა 18:30, 14 ნოემბერი 2019 (UTC)[უპასუხე]

არა, მე მგონი შევცდი და ნუმერაცია ხდება ჩრდილოეთიდან სამხრეთისაკენ და აღმოსავლეთიდან დასავლეთისაკენ. ამის წესიც არსებობს და ვერ მივაგენი ვერსად (სახელდების კომისიის წევრიც ვიყავი ერთ დროს და იქიდან მახსოვს). თუმცა შენი ვარიანტი ოპტიმალურია ამ ეტაპზე. --Wiki - ჯაბა 18:40, 14 ნოემბერი 2019 (UTC)[უპასუხე]