განხილვა:უმნიშვნელო ნუგეში

გვერდი სხვა ენებზე არ არის ხელმისაწვდომი.
მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ეს ფილმი, როგორც სტატიაშიცაა აღნიშნული, ქართულში შეცდომითაა ნათარგმნი, როგორც მოწყალების კვანტუმი. ყოველი შემთხვევისთვის, ამ სათაურიდანაც ხომ არ გაგვეკეთებინა გადამისამართება?— მიხეილ (მომწერე) 10:27, 30 აგვისტო 2011 (UTC)[უპასუხე]

კი კარგი იქნებოდა.

მე ჩავატარე ეს ორიგინალური კვლევა. მესმის, რომ ოფიციალურ სათაურებს ვიყენებთ, მაგრამ აშკარად სიტყვების თამაშია და არა კვანტუმი და მოწყალება. საკმაოდ ბევრი ფილმის სათაურს რუსულიდან უკეთებენ ადაპტირებას, თუმცა არის გამონაკლისებიც, მაგრამ აქ აშკარად რუსულიდან იყო აღებული, რომელი ბონდის ფანები ისხდნენ ჩვენი კინოთეატრების დირექციაში :) — Henry McLean განხილვაწვლილი 10:33, 30 აგვისტო 2011 (UTC)[უპასუხე]

გეთანხმები და მადლობას იმსახურებ ამ ორიგინალური კვლევისთვის. P.S. ბონდის მაგარი ფანი ვარ ვიღიმიმიხეილ (მომწერე) 10:36, 30 აგვისტო 2011 (UTC)[უპასუხე]
მე ძალიან გამიჭირდა ’A view to a kill’-ის თარგმნა. ქართულ სამართლებრივ ტერმინოლოგიას არ ვიცნობ და რუსულად კი ვიცი, რომ Вид არის - ანუ ნებართვის მსგავსი საბუთი. თავდაპირველად მქონდა ნათარგმნი, როგორც ’მკვლელობის ნებართვა’ (მაგრამ დროებით). ვიღაცამ „იყოჩაღა“ და „ხედი მკვლელობაზე“-ზე გადაიტანა. მაგრამ სწორია? — Henry McLean განხილვაწვლილი 10:41, 30 აგვისტო 2011 (UTC)[უპასუხე]
ისევ ეს რუსული... ქართულში (ყოველ შემთხვევაში ქართულ ტელეარხებზე) ეგ ფილმი როგორც მახსოვს, გავიდა სათაურით „ხედი მკვლელობისთვის“... — მიხეილ (მომწერე) 10:47, 30 აგვისტო 2011 (UTC)[უპასუხე]
ჰო, მაგრამ რა ხედზეა საუბარი ვერ მივხვდი. :) აშკარად დოკუმენტზეა საუბარი, იმიტომ მახსოვდა რუსული. ფილმებშიც მომისმენია ან წიგნებში წამიკითხავს ეს სიტყვა - Вид. რომელსაც გასცემენ რაღაცის ნებართვის სახით. Вид на гражданство, მაგალითად. აშკარად View არის მაგის ანალოგი და აბა ქართულში რაღა არის? — Henry McLean განხილვაწვლილი 10:51, 30 აგვისტო 2011 (UTC)[უპასუხე]
იქნებ შემოხედონ ჩვენმა იურისტებმა. პირადად მე „მკვლელობის ნებართვას“ ვემხრობი და შენი არგუმენტებიც ამ სათაურს ამართლებს. — მიხეილ (მომწერე) 10:53, 30 აგვისტო 2011 (UTC)[უპასუხე]
ახლა ვნახე რუსულ-ქართულში Вид на жительство - ბინადრობის მოწმობა. — Henry McLean განხილვაწვლილი 10:55, 30 აგვისტო 2011 (UTC)[უპასუხე]
თუმცა მე იურისტი არ ვარ, მაგრამ მკვლელობას რა ხედით უნდა შეხედო, რომ ფილმს ასე დაარქვა. მეც „მკვლელობის ნებართვას“ ვემხრობი. მოწმობაც შეიძლება, მაგრამ, ამ შემთხვევაში, შესაძლოა, გაუგებრობა გამოიწვიოს („მკვლელობის მოწმესთან“ გაიგივდეს).—G.G. 11:00, 30 აგვისტო 2011 (UTC)[უპასუხე]
სამწუხაროდ არც ჩემი ინგლისური და არც ჩემი ერთწლიანი ურთიერთობა ნასწავლ იურისტებთან არ მყოფნის, რომ ზუსტად ვთქვა რა არის View-ის სხვა მნიშვნელობა, მაგრამ ალბათ ფლოიდგეო მართალია, ალბათ მოწმობა... — დავით პასუხი 11:13, 30 აგვისტო 2011 (UTC)[უპასუხე]
კიდევ ერთი მნიშვნელოვანი რამ. A view to a kill. View ანუ ხედი. View-სთან გამოიყენება from და on (ხედი საიდან და ხედი რაზე). ახლა კი გამოდის რომ A view to a kill არის ხედი მკვლელობისათვის. აბსურდია. — Henry McLean განხილვაწვლილი 17:43, 30 აგვისტო 2011 (UTC)[უპასუხე]