განხილვა:ტელეფონი

გვერდი სხვა ენებზე არ არის ხელმისაწვდომი.
მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ელსმენი არ ვახსენოთ სადმე? :) --გიგა პასუხი 12:15, 27 ოქტომბერი 2008 (UTC)[უპასუხე]

რატომაც არა ვიღიმი სიტყვის წარმოშობა თუ გახსოვს? აქ რომ არაა ნახსენები? ვიკრიჭები --Rastrelli F 13:05, 27 ოქტომბერი 2008 (UTC)[უპასუხე]

ელსმენი (უმართებულო) იხ. ტელეფონი. ქეგლ, ტ 1, გვ. 476, თბ., 1990 ე. ი. გაკეტდეს გადამისამართება - ალბათ ტელეფონის აპარატი.

ახლა ჩავიხედოთ ქსე-ში: წარმოდგენილი სტატიის სათაური შეესაბამება ქსე-ში სათაურს:ტელეფონის აპარატი, ქსე, ტ. 9, გვ. 688, თბ., 1985, ხოლო სტატია სათაურით ტელეფონი ვრცელი სტატიაა - 1. ელექტრული რხევების ბგერით რხევებად გარდამქმნელი ელექტროაკუსტიკური ხელსაწყო. ... 2. ყოფაცხოვრებაში გავრცელებული (ტექნიკურად არასწორი) ტელეფონის აპარატის სახელწოდება, აგრეთვე მისი სააბონენტო ნომერი 3. სატელეფონო კავშირგაბმულობის შემოკლებული სახელწოდება. - ქსე, ტ. , გვ. 687, თბ., 1985 --ცანგალა () 13:35, 27 ოქტომბერი 2008 (UTC)[უპასუხე]

ანუ, როგორც გავიგე, ტელეფონი არის მრავალმნიშვნელობის გვერდი. ერთი ვერ გავიგე მოყვანილი განმარტებებიდან: რა განხვავებაა ელექტრული რხევების ბგერით რხევებად გარდამქმნელ ელექტროაკუსტიკურ ხელსაწყოსა და ტელეფონის აპარატს შორის? უფრო მეტიც, სამივე განმარტება ერთი და იგივე მგონია :)--Rastrelli F 06:19, 28 ოქტომბერი 2008 (UTC)[უპასუხე]
ru:Телефон#Электрический телефон — აი, ელსმენი :) ანუ შესაძლოა, ყველაფერი აქ, ამ სტატიაში გაერთიანდეს :) --გიგა პასუხი 06:31, 28 ოქტომბერი 2008 (UTC)[უპასუხე]
პე-სე: ru:Телефонный аппарат ნახეთ სად გადადის:) --გიგა პასუხი 06:33, 28 ოქტომბერი 2008 (UTC)[უპასუხე]

ზემოთ რაც დავწერე წარმოიდგინეთ, რომ წაშლილია. ტელეფონის აპარატი - თუ როგორ არის მოწყობილი ტელ. აპარატი. სტატიაში ტელეფონი ალბათ უნდა ჩაიწეროს II და III მნიშვნელობებიც. როგორც მივხვდი სხვა ენებში ერთად არის გაკეთებული სტატიები ტელეფონი და ტელეფონის აპარატი. ცანგალა () 10:28, 28 ოქტომბერი 2008 (UTC)[უპასუხე]

ჯერ ეს ერთი, ამ ბელმა, ბოდიში და ხომ ტვინი წაიღო, რამდენიმე კვირაა ამ ბელზე აკეთებენ სტატიებს. მერე - გრემ ბელი არ არის? --Henry McClean განხილვაწვლილი 14:48, 6 აპრილი 2014 (UTC)[უპასუხე]

პატარა გაუგებრობაა. ქსე-ს ტ. 2. გვ. 283. წელი 1977; ალიგზანდერ გრეიამ ბელი; უნივერსალური ენციკლოპედიური ლექსიკონი - ალექსანდერ გრეიამ ბელი. მე უახლოეს წყაროს დავეყრდენი. - ოთოჯი განხილვა 15:54, 6 აპრილი 2014 (UTC)[უპასუხე]
კეთილი, მართალია, არ მესმის, როგორ იქცა გრემი გრეიამად, მაგრამ მაშინ გადავამისამართოთ გრაჰამ ბელიდან, თორემ ყველა მაგ სათაურის სტატიას აკეთებს, ანუ სახელმძღვანელოებში ეგრე წერია (რაც კიდევ უფრო გაუგებარია ჩემთვის, ვინაიდან ეგ ჰ ნებისმიერ შემთხვევაში იყლაპება). --Henry McClean განხილვაწვლილი 16:14, 6 აპრილი 2014 (UTC)[უპასუხე]
რამეთუ ხშირად წყაროები ანუ იმდოინდელი ვითომ ენის ნორმების კანონები ხშირად ერთმანეთს ეწინააღმდეგება, ქმნის გაუგებრობას, თუმცა აქვე დავამატებ, რომ გამონაკლისები ყოველთვის არსებობს. მე სტატიას ვაკეთებ (თუ არის შესაძლებლობა) წყაროს მიხედვით, რომ მქონდეს პასუხი. მოკლედ თუ არის განხილვის საჭიროება გადადით გვერდზე: განხილვა:ალექსანდერ გრეიამ ბელი. - ოთოჯი განხილვა 16:29, 6 აპრილი 2014 (UTC)[უპასუხე]