განხილვა:ტამილური ენა

გვერდი სხვა ენებზე არ არის ხელმისაწვდომი.
მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ეს სტატია გაუმჯობესდა „შრი-ლანკის ვიკიპროექტის“ ფარგლებში.

დამაცა, გავაერთიანებ. --Pirtskhalava განხილვაწვლილი 09:47, 19 ოქტომბერი 2011 (UTC)[უპასუხე]

ანდა თვითონ გადაიტანე, თუ შეგიძლია. მადლობა. :) --Pirtskhalava განხილვაწვლილი 09:49, 19 ოქტომბერი 2011 (UTC)[უპასუხე]

თუ ეს სათაური სწორია, აქ გადმოიტანეთ ინფორმაცია თქვენ მიერ ახლადშექმნილი სტატიიდან, ის კი მონიშნეთ როგორც წასაშლელი. თუ ეს სათაური შეცდომითაა, მაშინ ეს გადავამისმართოთ. --მიხეილ (მომწერე) 10:00, 19 ოქტომბერი 2011 (UTC)[უპასუხე]

ამილური არის სწორი ფორმა. --Pirtskhalava განხილვაწვლილი 10:08, 19 ოქტომბერი 2011 (UTC)[უპასუხე]

კარგით, მაშინ ახალი სტატიიდან ტექსტი აქ გადმოიტანეთ და მერე ამას გადავამისამართებ იმ სათაურზე. --მიხეილ (მომწერე) 10:18, 19 ოქტომბერი 2011 (UTC)[უპასუხე]

ქსე-ში ტ. 9. გვ. 650; წელი 1985. წერია ტამილური ენა. თუკი თამილურია სწორი მაგას ლიტერატურა უნდა--Otogi განხილვაწვლილი 10:23, 19 ოქტომბერი 2011 (UTC)[უპასუხე]

ქსე-ში ბევრი სხვა რამეც წერია. სამწუხაროდ ქსე (- და ეს აქ არაერთგზის ითქვა) კარგა ხანია მოძველდა. ქსე-ს მიხედვით საქართველო სსრკ-ში შედის და საქართველოს სსრ ჰქვია. ამიტომ მე გეუბნებით, რომ თამილურია სწორი. დრავიდულ ენებში აქ ერთი ბიჭი ერკვეოდა, მაგრამ რაღაც უაზრო ჩხუბი დაუწყეს და (- სწორედ მისგან ვიცი) და გაიქცა. სანამ თბილისის აზია-აფრიკის ინსტიტუტი თამილურის სპეციალისტების მოამზადებდეს ქსეს გარდა გუგლის თარჯიმანს მოვუსმინოთ. --Pirtskhalava განხილვაწვლილი 10:34, 19 ოქტომბერი 2011 (UTC)[უპასუხე]

მაშინ საქართველოს რა ერქვა ეგ არაფერს შუაშია ამ საკითხთან. თუკი მართლა თამილურია იმედია ავტორიტეტულ ლიტერატურასაც დაურთავ. მადლობთ. --Otogi განხილვაწვლილი 10:37, 19 ოქტომბერი 2011 (UTC)[უპასუხე]

ქსე მოძველებულია ეს ყველამ ვიცით. ცანგალამაც იცის, მაგრამ როდესაც ვერ ვუთითებთ ახალ ავტორიტეტულ ლიტერატურას სამწუხაროდ ვიყენებთ ძველს. ვებ-გვერდები რამდენად სარწმუნო წყაროა?--ცანგალა () 10:42, 19 ოქტომბერი 2011 (UTC)[უპასუხე]

მოიცადეთ რა, არანაირი ვებ-გვერდი ქსე-ზე ავტორიტეტული არაა, მითუმეტეს ქართული. ქსე-ზე გამოჩენილი პროფესორ-აკადემიკოსები მუშაობდნენ, რომლებიც საზოგაოდებაში დიდი ავტორიტეტით სარგებლობდნენ/სარგებლობენ. ეგ გაითვალისწინეთ. აკადემიურ ლიტერატურას თუ მოიტანთ ეგ სხვა საქმეა. მანამდე არ უნდა გადამისამართდეს--Otogi განხილვაწვლილი 10:50, 19 ოქტომბერი 2011 (UTC)[უპასუხე]

რამდენი ხართ აქ ფილოლოგი?

ფილოლოგი რომ ვარ ალბათ გახსოვს? ქართული სალიტერატურო ენის ნორმები, რომ პატივსაცემია ეს ყველამ ვიცით. --ცანგალა () 11:01, 19 ოქტომბერი 2011 (UTC)[უპასუხე]

ფილოლოგიც ვარ და მოქმედი ჟურნალისტიც, ამილურია თუ ამილური, სამწუხაროდ ვერც ქსე გამოდგება სარწმუნოდ (რადგან ბევრი რამ რუსული ტრანსლიტერაციით არის გადმოტანილი, შვედეთი, ჩეხია, სლოვაკია და ა.შ. რაც მოგვიანებით უფრო ბუნებრივი ქართული ფორმებით შეიცვალა.) და ვერც გუგლი ან რომელიმე საიტი წაგვადგება, რადგან აკადემიური საიტები დღემდე არ არსებობს; თუ რამ კეთდება ელექტრონულად, ყველაფერი დილეტანტურ დონეზეა. ახლა საგანგებოდ მოვჩხრიკე თოფურიასი და გიგინეიშვილის ქართული ენის ორთოგრაფიული ლექსიკონი (1998 წ.) და არც ერთი ფორმა არ შეუტანიათ, არც თანამედროვე უცხო სიტყვათა ლექსიკონი გვეუბნება რამეს (გამოც. 2007 წ. მოიცავს 55 000 სიტყვას, რედ. გურამ აბსანძე). მოკლედ, ამ ტოპონიმის მართებული ფორმა თანამედროვე ლიტერატურაში არსად გვხვდება, თუმცა მედია მხოლოდ და მხოლოდ ამილურს და ამილებს იყენებს. ახალ ამბებში ყოველთვის თ-ს წერენ და ამბობენ ანუ ეს ახალი, თანამედროვე ფორმაა. აქედან რომელია სწორი და რომელი მცდარი, ალბათ მაინც ამ ენის სპეციალისტებმა უნდა თქვან. სუბიექტურად რომ მოგახსენოთ, მე თამილურს უფრო ვემხრობი.--ლევან ინასარიძე განხილვაწვლილი 13:01, 19 ოქტომბერი 2011 (UTC)[უპასუხე]

უცხოენოვანი სიტყვები როგორ იკითხება ორიგინალში, ეს თუ დაგჭირდებათ ვინმეს, შეგიძლიათ მომმართოთ. თ/ტამილური კითხვა, მართალია ცუდად, მაგრამ მაინც ვიცი და გეტყვით, რომ ორიგინალში არც ტამილია და არც თამილი (மிழ்). მე როგორც ვიცი, პირველი ასო არის რაღაც ქართულ ტ-ს თ-სა და დ-ს შორის ბგერა, ზუსტი შესატყვისი არცერთ ენაში მახსენდება. თუკი მოიძებნება ლიტერატურა ქსე-ზე ახალი, სადაც თამილი წერია, მე არანაირი პრობლემა არ მექნება გადამისამართებაზე, მაგრამ რაც არ უნდა დავწეროთ ლიტერატურის გარეშე, ეს მაინც ჩვენს მოსაზრებებად რჩება და სამწუხაროდ გვიწევს, ვენდოთ ქსე-ს. Deu aw 14:30, 19 ოქტომბერი 2011 (UTC)[უპასუხე]
ასევე მოვიყვან მაგალითებს იმ ენებიდან, რომლებიც წერისას ერთმანეთისაგან განარჩევენ ტ-სა და თ ბგერებს:
ურდუ: تامل (თამ'ლ)
სპარსული: زبان تامیلی (ზბან თამილი)
არაბული: لغة تاميلية (ლ'ღაჰ თამილიაჰ)
ბერძნული: Ταμίλ γλώσσα (ტამილ გლოსსა)
ივრითი: טמילית (ტ'მილით)
აქვე ვთქვათ, რომ თანამედროვე ბერძნულში თ ბგერა გადაქცეულია θ ბგერად და შესაძლოა სწორედ ამიტომ ამჯობინებენ ტაუს დაწერას. Deu aw 14:40, 19 ოქტომბერი 2011 (UTC)[უპასუხე]

ნორმების მოყვარულთათვის, პრეფიქსიანი ზმნები ახლანდელსა და მომავალში ერთნაირად იღლებიან. გმადლობთ ყურადღებისათვის. --Pirtskhalava განხილვაწვლილი 17:10, 19 ოქტომბერი 2011 (UTC)[უპასუხე]