განხილვა:რიზ უიზერსპუნი

გვერდი სხვა ენებზე არ არის ხელმისაწვდომი.
მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

გადასატანია რიზ უიდერსპუნზე ტრანსკრიფციის მიხედვით /'riːs ˈwɪðərˌspun/--GagaVaa 13:21, 2 სექტემბერი 2014 (UTC)[უპასუხე]

არ გეთანხმები, რადგან th ზოგჯერ გადმოდის როგორც ზ (შდრ. რეზერფორდი). ყველაფერს თავი, რომ დავანებოთ რიზ უიზერსპუნი, რომ დაგუგლო 57 800 შედეგს მიიღებ, ხოლო რიზ უიდერსპუნზე — 1. ასეთ დროს არ იქნება მართებული გადატანა. - ოთოჯი განხილვა 16:04, 2 სექტემბერი 2014 (UTC)[უპასუხე]
ამ შემთხვევაში ოთოს დავეთანხმები. — G.G. 18:25, 2 სექტემბერი 2014 (UTC)[უპასუხე]

მე მოგიყვებით როგორ მივედი ამ დასკვნამდე და თქვენ თვითონ გადაწყვიტეთ, პრობლემა არაა. მე დარწმუნებული ვარ, რომ წესებს თუ მივყვებით უნდა იყოს დ, ანუ სწორი ფორმაა უიდერსპუნი და დამკვიდრებულ ფორმას თუ გამონაკლისად დავუშვებთ, ეგ უკვე სხვა ამბავია. ისე სხვათა შორის 57 000-ს ვერ შეედრება, მაგრამ გუგლში 16 400 რის უიზერსპუნი, 4 რესე უიზერსპუნი, 36 უითერსპუნი, 8 ვიტერსპუნი, 3 ვიდერსპუნი, და თითო-თითო ვითერსპუნი და უიტერსპუნი შეგვიძლია ვიპოვოთ.

მაშ ასე, საკითხის ერთგვარი შესავალი:

როგორც დახმარებიდან ვგებულობთ ქართულში ინგლისურიდან th დიგრაფი შემოდის, როგორც:

როგორ გავერკვიოთ როდის რა ვარიანტით უნდა შემოვიტანოთ? ერთადერთი ვარიანტია დავეყრდნოთ ტრანკრიფციას. ინგლისურში th დიგრაფს მხოლოდ ორი ტრანსკიფციის ვარიანტი გააჩნია:

  1. θ
  2. ð

ასევე სტატიაში მითითებულია რომ ძალიან იშვიათად როგორც t ისე ტრანსკრიბირდება, და მაგალითისთვის მოყვანილია Thailand და Thames. ტრანკრიფციიდან t კი, როგორც ტ ისე შემოდის ქართულში და ჩვენი დახმარების გვერდზეც განსხვავებულ შემთხვევებშიც ტემზა ანუ ზემოთ ნახსენები Thames არის მოყვანილი.

ახლა გადავიდეთ მთავარ საკითხზე: ტრანსკრიფციაში გვაქვს მხოლოდ ორი ასო θ და ð, ქართულში კი სამი — თ, დ, ზ. როგორ შევუსაბამოდ ერთმანეთს? ამ ბგერების შესახებ სტატიაში შეგვიძლია გავერკვეთ, რომ მიუხედავად გამოთქმისა (რომელიც θ-ს შემთხვევაში დაახლოებით როგორც ჶს ისე ჟღერს, ხოლო ð-ს შემთხვევევაში როგორც ვზ) ეს ასოები შესაბამისად ალვეოლურ თ-ს და დ-ს შეესაბამება (ანუ ზ არ ფიგურირებს). სხვას, რომ თავი დავანებოთ IPA-ს მიერ ტრანკრიფციაში გამოყენებული θ, ეს ნამდვილად თ-ა, ბერძნული თეტა, ხოლო ð ეს ხაზგადასმული d ასოა ძველი ანგლოსაქსური ანბანიდან და ნუსხური ფორმაა, ასომთავრული კი იწერება როგორც Ð, აქაც ხაზგადასმული D.

?მაშ საიდან მოვიდა ეს ჩანაწერი:

  • th — ზ: Rutherfold — რეზერფორდ-ი.

მე ბევრი ვეძებე სხვადასხვა ენციკლოპედიებში და ლექსიკონებში, რომ ქართულად th-ს ზ-დ შემოტანის ანალოგი მეპოვა, მაგრამ ვერაფერს გავხდი, ყველა სხვა შემთხვევაში ქართულში შემოსულია თ-ს ან დ-ს სახით, მეტნაკლებად მივყევი ტრანკრიფციებსაც რისი მოძევაც შევძელი θ შემოსული იყო თ-დ, ð კი დ-დ. Rutherfold-ის ტრანკრიფცია ვერც კონვერტორმა გამიკეთა და ვერც რაიმე წყაროში ვიპოვე, რომ დამედგინა რა ასო აქვთ ტრანკრიფციაში გამოყენებული. მოკლედ იმ დასკვნამდე მივედი, რომ რეზერფორდი ქართულში ეს გამონაკლისი შემთხვევაა th-ს ზ-დ შემოტანის, რომელიც მე ვერ დავადგინე რის გამოა გამონაკლისი, და ახლოს ვართ ახლა მეორე გამონაკლისის სახით უიზერსპუნიც დავუშვათ, ცალსახად დამკვიდრებული ფორმის გამო.

მე სიმართლე გითხრათ, საწინააღმდეგო არაფერი მაქვს, პირიქით ვემხრობი დამკვიდრებული ფორმების შემოტანას, მაგრამ, მარტო ჩემი და რამდენიმე ადამიანის აზრი არ არის მთავარი. ვეცადე რეალური სურათი დამედო, თუ ვინმე ჩემზე მეტ და საინტერესო ინფორმაციას მოიძევს და სხვა სიმართლეს დაგვანახებს, ამას მივესალმები. ზოგადად @Deu: საკმაოდ კომპედენტურია ამ საქმეში, თუმცა მიუხედავად ამისა ძირითადად ცხარედ ვკამათობთ:) --GagaVaa 11:18, 3 სექტემბერი 2014 (UTC)[უპასუხე]

ამ შემთხვევაში ვერ ვიკამათებთ და მით უმეტეს ცხარედ, ვინაიდან ინგლისური ენა და, შესაბამისად, ტრანსკრიფციაც ჩემი სისუსტეა : ). ასე რომ, მთლად კომპეტენტური ამ შემთხვევაში ვერ ვარ, მაგრამ მაინც ვიტყვი, რომ რეზერფორდი მეც გამონაკლისი მგონია, თავის დროზე რუსულის გავლენით შემოღებული ქართულ ენაში. გამონაკლისია იმ მხრივაც, რომ როგორც მე ვიცი, ინგლისური u დახურულ მარცვალში ქართულ ენაში შემოდის როგორც ა, ხოლო რუსულში როგორც e. რუსულისათვის Резерфорд, როგორც ჩანს, სრულიად მართებულია, ხოლო ქართულისათვის არაა წესით მართებული, მაგრამ გამონაკლისის სახით დაუშვა კომისიამ. ქართული წესების გათვალისწინებით, ვფიქრობ, რადერფორდი უნდა ყოფილიყო, როგორც ეს ბეძნულში, ებრაულში, იდიშში და სხვა არალათინურ დამწერლობაზე დაფუძნებული ანბანის მქონე ენებში. სხვათა შორის, მსგავსი სიტუაცია იყო რეგბი/რაგბის შემთხვევაშიც: რუსულად რეგბია, ქართულად რაგბი.
ასე რომ, ფაქტობრივ მონაცემებში გაგა-ვაა-ს ვეთანხმები.
და მიუხედავად ამისა, ვფიქრობ, რომ უიზერსპუნიც შეიძლება დარჩეს, გამომდინარე იქიდან, რომ: 1. ასეა გავრცელებული, 2. ასეა თუ ისე, წესებში th-ს ერთ-ერთ ქართულ შესატყვისად ზ-ც არის დასაცელებული, 3. ჩვენი მსჯელობა მხოლოდ ჩვენივე მოკვლევას ეფუძნება და არა რაიმე წყაროს.
მადლობა, Deu. 11:56, 3 სექტემბერი 2014 (UTC)[უპასუხე]
მეც გეთანხმები რომ უიზერსპუნიც შეიძლება დარჩეს, მაგრამ მხოლოდ პირველ პუნქტში, აი მეორე და მესამე, რომ გავარკვიოთ რაიმე ვიზიტის სახით მოვაწყოთ ენის პალატაში იმ ხალხმა ვისაც აინტერესებს ეს საკითხები და ყველა კითხვის ნიშანი გავიაროთ. არ გამოვა?? იხილეთ ასევე: განხილვა:დონალდ საზერლენდი--GagaVaa 12:34, 3 სექტემბერი 2014 (UTC)[უპასუხე]