განხილვა:პოლონეთ-საქართველოს ურთიერთობები

გვერდი სხვა ენებზე არ არის ხელმისაწვდომი.
მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ეს სტატია შექმნილია „პოლონეთის ვიკიპროექტის“ ფარგლებში.

პოლონეთ-საქართველოს თუ საქართველო პოლონეთის?[წყაროს რედაქტირება]

სტატიას უნდა ერქვას საქართველო-პოლონეთის ურთიერთობები, რადგან ეს არის ქართული ვიკიეპდია. ამას მნიშვნელობა აქვს. ქართველი ოფიციალური პირები საუბრობენ საქართველო-პოლონეთის ურთიერთობებზე, ხოლო პოლონელი ოფიციალური პირები საუბრობენ პოლონეთ-საქართველოს ურთიერთობებზე. ასეა ეს სხვა ქვეყნებთან დამოკიდებულებაშიც, ანუ, ათვლის წერტილი ყოველთვის არის შენი ქვეყანა. წინა ხელმოუწერელი კომენტარი დატოვა მომხმარებელმა 46.170.216.198 (განხილვაწვლილი) . ხელმოწერა არის საუბარში აუცილებელი წესი: ამისთვის ჩაბეჭდეთ ოთხი ტილდა (~~~~) თქვენი კომენტარის ბოლოს, ან დააჭირეთ ვიკირედაქტორის შესაბამის ღილაკს - .

კი, მაგრამ, იქნებ ჩემი (რიგითი მკითხველის) ქვეყანა პოლონეთია და არა საქართველო. ქართული ვიკიპედია არის ქართულენოვანი პროექტი და არა საქართველოს პროექტი. საერთო წესის მიხედვით, სახელმწიფოთა სახელები ანბანის მიხედვითაა მოცემული. Deu. 11:25, 30 აგვისტო 2016 (UTC)[უპასუხე]
ქვეყნების ანბანის მიხედვითაა დალაგებული. ზოგისთვის საქართველოა მთავარი და ზოგისთვის პოლონეთი. ასევე მეორე ვარიანტიდანაც გაკეთებულია გადამისამართება--დათო1010 12:32, 30 აგვისტო 2016 (UTC)[უპასუხე]

მოიცა, და რუსულენოვანი ვიკიპედია ვისთვისაა: Российско-грузинские отношения [1], ან პოლონურენოვანი? Stosunki polsko-białoruskie [2], ან ფრანგული? Relations entre la France et la Géorgie [3], ან აზერბაიჯანული? Azərbaycan–Gürcüstan münasibətləri [4], ან უკრაინული? Українсько-грузинські відносини [5]. ასე რომ ვიკიპედიის პრაქტიკასაც გადახედეთ და ცოტა საკუთარ თავსაც ეცით პატივი.წინა ხელმოუწერელი კომენტარი დატოვა მომხმარებელმა 83.24.146.29 (განხილვაწვლილი) . ხელმოწერა არის საუბარში აუცილებელი წესი: ამისთვის ჩაბეჭდეთ ოთხი ტილდა (~~~~) თქვენი კომენტარის ბოლოს, ან დააჭირეთ ვიკირედაქტორის შესაბამის ღილაკს - .

დამყარდა თუ აღდგა?[წყაროს რედაქტირება]

"ორ ქვეყანას შორის დიპლომატიური ურთიერთობა დამყარდა 1992 წლის 28 აპრილს." - სინამდვილეში 1992 წელს აღდგა ურთიერთობები. პოლონეთმა საქართველო ცნო ჯერ დეფაქტო 1920 წლის მარტში, ხოლო შემდეგ, დე იურე - 1921 წლის იანვარში. შესაბამისად, წელს პოლონეთთან ვზეიმობთ არა ურთიერთობების დამყარების, არამედ ურთიერთობების აღდგენის 25-ე წლისთავს. --46.170.216.198 14:23, 6 აპრილი 2017 (UTC)[უპასუხე]