განხილვა:პლანო კარპინი

გვერდი სხვა ენებზე არ არის ხელმისაწვდომი.
მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

საქართველოში ეს პიროვნება უფრო პლანო კარპინის სახელითაა ცნობილი, ხომ არ აჯობებს გადავიტანოთ ამ სათაურზე? და კიდევ რამდენად სანდოა მოსწავლის წიგნი? --ჯაბა ლაბაძე 15:36, 13 თებერვალი 2013 (UTC)[უპასუხე]

რამდენადაც მე ვიცი და ამის დამამტკიცებელი საბითებიც მაქვს, ეს სახელმძღვანელო სავსების სარწმუნო და სანდოა. თუ ვინმეს ეჭვი შეეპარებაა შეუძლია შეამოწმოს.--ლაბაძე93 განხილვაწვლილი 15:44, 13 თებერვალი 2013 (UTC)[უპასუხე]

ვინმეს არა, ვიკიპედიაში დამკვიდრებულია წესი, რომლის მიხედვით მოსწავლეთა წიგნებს (სახელმძღვანელოებს) სანდოდ არ მივიჩნევთ. --ჯაბა ლაბაძე 17:49, 13 თებერვალი 2013 (UTC)[უპასუხე]
დახმარება:ზოგიერთი უცხოენოვანი ბგერის გადმოცემა ქართულში#იტალიური — ამ დახმარების მიხედვით სიტყვის ბოლოს იკითხება როგორც –ე. იტალიურ ვიკიში წერია Giovanni da Pian del Carpine o da Piano dei Carpini — როგორც მივხვდი პირველად უწერიათ კარპინე ვიდრე კარპინი. რომელი წყაროს მიხედვით არის კარპინი? ვინ დაამკვიდრა?--ცანგალა () 18:10, 13 თებერვალი 2013 (UTC)[უპასუხე]

იტალიურში წერია: Giovanni da Pian del Carpine ან da Piano dei Carpini– ასე რომ შენს მიერ მითიტებული დახმარების გვერდის მიხედვით კარპინიც სწორი ფორმაა. რაც შეეხება რომელი წყაროს მიხედვით დამკვიდრდა. გუგლის ძიებაში კარპინი-ზე არის 748 რეზულტატი და კარპინე-ზე 108. და კიდევ გადახედე ამ ბმულს. ჰო კიდევ არსებობს წიგნი პლანო კარპინი, ისტორია მონღოლებისა, რომელთაც ჩვენ თათრებს ვუწოდებთ, გ. ქიქოძის გამოც. მასალები საქართველოსა და კავკასიის ისტოტიისათვის, ნაკვ.II, 1942; --ჯაბა ლაბაძე 18:23, 13 თებერვალი 2013 (UTC)[უპასუხე]

საქართველოს ისტორია, ტ. 3, თბ. 2012 წელი. გვ., 19 პლანო კარპინი. საკმარისია? --ჯაბა ლაბაძე 18:26, 13 თებერვალი 2013 (UTC)[უპასუხე]
ლევან მარუაშვილი, საქართველოს ფიზიკური გეოგრაფია, გვ. 7. 1964, პლანო კარპინი; ქსე-ს ტ.5. გვ. 166. სტატიიდან ინოკენტი IV, ..მისიით გაგზავნა პლანო კარპინი.. ამდენად დარჩება ამჟამინდელ სათაურზე. – ოთოჯი განხილვა 19:25, 13 თებერვალი 2013 (UTC)[უპასუხე]

აქვე დავამატებ, რომ მოსწავლე/საბავშვო წიგნები წყარო არის (ამაზე არ ვდაობთ) მაგრამ არანაირად არ არის ავტორიტეტული/სანდო წყარო. ამაზეა აქ საუბარი. ამიტომ უნდა მოვერიდოთ ყმაწვილთათვის განკუთვნილი ლიტერატურების გამოყენებას, რადგან ვიკიპედია ეს ენციკლოპედიაა. ეს ყველას უნდა გვესმოდეს. – ოთოჯი განხილვა 19:38, 13 თებერვალი 2013 (UTC)[უპასუხე]

მოკრძალებული ბოდიში, ჩემს მიერ გაუთვალისწინებელ შეცდომოსთვის ვეტერანო ვიკიპედიელებო. თქვენს რჩევას გავითვალისწინებ აუცილებლად სამომავლოდ და პატიოსნად შევასრულებ რიგითი ვიკიპედიელის მოვალეობას, თუმცა სირცხვილია როდესაც ასეთ პიროვნებებზე სტატიები არ გვიწერია. მადლობა თქვენ სწორი კორექტირებისთვის.--ლაბაძე93 განხილვაწვლილი 21:47, 13 თებერვალი 2013 (UTC)[უპასუხე]

იმედია კიდევ უფრო აქტიურად დაგვეხმარები მსგავსი „სირცხვილების“ აღმოსაფხვრელად. ჩვენ აქ ყველა მაგისთვის ვიღწვით. ვიღიმი --ჯაბა ლაბაძე 14:17, 14 თებერვალი 2013 (UTC)[უპასუხე]

„იმეიდი“ კი არა, აუცილებლად დაგეხმარებით :)--ლაბაძე93 განხილვაწვლილი 12:35, 15 თებერვალი 2013 (UTC)[უპასუხე]

გულწრფელად მიხარია. ვიღიმი--ჯაბა ლაბაძე 14:45, 15 თებერვალი 2013 (UTC)[უპასუხე]