განხილვა:პაპანწყვილი

გვერდი სხვა ენებზე არ არის ხელმისაწვდომი.
მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

პაპანწყვიი თუ პაპანწყვიი? –––>>>> პაპანწყვილი--ლიკა 18:26, 3 ივნისი 2009 (UTC)[უპასუხე]

პაპანწყვილია საქართველოს გეოგრაფიული სახელების ორთოგრაფიულ ლექსიკონშიც.--ჯაბა ლაბაძე 19:09, 3 ივნისი 2009 (UTC)[უპასუხე]

როდესაც რამეს ვუთითებთ აუცილებლად მიუთითეთ გვერდი და წელი. იხ. სვანეთის სამხარეო ადმინისტრაცია ვებ-გვერდის ქვეთავი ტბები, სადაც წერია ხობი - პაპანწყვირე ხეთაში. გთხოვთ გადამისამართებისას სხვების აზრს დაველოდოთ რამდენიმე დღე თუ არა რამდენიმე საათი მაინც. --ცანგალა () 20:48, 3 ივნისი 2009 (UTC)[უპასუხე]
როგორც ჩანს, ქსე პაპანწყვირს წერს, ხოლო ორთოგრაფიული ლექსიკონი პაპანწყვილს. ლ ↔ რ მეგრულ მეტყველებაში ხშირად ენაცვლება ეს ორი ბგერა ერთმანეთს და ალბათ ამ სოფლის დასახელების ორი ვარიანტიც ამისი შედეგია. რომელი უნდა იყოს მთავარი - არ ვიცი :( — დათო პასუხი 10:26, 4 ივნისი 2009 (UTC)[უპასუხე]

დათო, პაპანწყვილი სოფელი არაა, ტბა არის...--ლიკა 03:17, 5 ივნისი 2009 (UTC)[უპასუხე]

ცანგალა სამეგრელოსა და ზემო სვანეთის ვებ-გვერდი წყაროდ ვერ გამოდგება, რადგან ეგ გეოგრაფიის სპეციალისტის შექმნილი არაა. და კიდევ სად წერია პაპანწყვილი უნდა მიგითითო დაწვრილებით: ქართული საბჭოთა ენციკლოპედიის მთავარი სამეცნიერო რედაქციის მიერ გამოშვებული წიგნი "საქართველოს სსრ გეოგრაფიული სახელების ორთოგრაფიული ლექსიკონი" (მასალები), თბილისი, 1987 წელი, გვ. 81 პაპანწყვილი - ტბა ხობის რაიონში (ახლა მუნიციპალიტეტში რომ ამაზეც არ შემედავო) ოდიშის ვაკეზე.--ჯაბა ლაბაძე 03:35, 5 ივნისი 2009 (UTC)[უპასუხე]

რაიონ-მუნიციპალიტეტზე არ გედავები. სამეგრელოსა და ზემო სვანეთის ვებ-გვერდი წყაროდ რომ არ გამოდგება ეს მეც ვიცი - ეს ლიკასთვის გავაკეთე, რადგან ის მხოლოდ ვებ-გვერდებს იყენებს წყაროდ. ამით მე მინდოდა მისთვის მეთქვა, რომ ვებ-გვერდები სხვადასხვას წერენ ისევე როგორც ქსე და ქართული საბჭოთა ენციკლოპედიის მთავარი სამეცნიერო რედაქციის მიერ გამოშვებული წიგნი "საქართველოს სსრ გეოგრაფიული სახელების ორთოგრაფიული ლექსიკონი". რადგან საქართველოს სსრ გეოგრაფიული სახელების ორთოგრაფიული ლექსიკონი (1987) გამოცემულია ქსე-ეს შემდეგ (1984). შეცდომაც გასწორდება. (ამიტომ არის საჭირო მითითება გვერდის და წლის მითითება - ეს ერთგავრი წესია).--ცანგალა () 09:54, 5 ივნისი 2009 (UTC)[უპასუხე]