განხილვა:ნეკრესის ეპარქია

გვერდი სხვა ენებზე არ არის ხელმისაწვდომი.
მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

გაიყო ნეკრესისა და ჰერეთის ეპარქია და ეწოდა ნეკრესის ეპარქია. წყარო --ჯაბა ლაბაძე () 14:08, 17 იანვარი 2010 (UTC)[უპასუხე]

შეიძლება გთხოვოთ, რომ წყარო უფრო კონკრეტულად (უშუალოდ ინფორმაცია და არა ზოგადად საიტი) მიუთითოთ? მითითებულ საიტზე ძიებაც კი რეზულტატს არ იძლევა.--Zolokin განხილვაწვლილი 21:52, 8 ნოემბერი 2010 (UTC)[უპასუხე]

თუ მართლაც გაიყო ეს ეპარქია, მაშინ სტატიაშიც შესაბამისად უნდა აისახოს.--Zolokin განხილვაწვლილი 21:53, 8 ნოემბერი 2010 (UTC)[უპასუხე]

სამწუხაროდ ამ დროისათვის ინფორმაიცის მოძიება მითითებულ საიტზე აღარ ხდება. სამაგიეროდ ა ბატონო თუ დაიჯერებთ ადამიანის დაწერილს:

  1. სიას გადაავლეთ თვალი
  2. ამ სიაში 11 და 36 ნომრებს მიქიეთ ყურადრებაჯაბა ლაბაძე () 04:12, 9 ნოემბერი 2010 (UTC)[უპასუხე]
ჯაბა, დავიჯერეთ, რომ გაიყო და სტატიაში უნდა აისახოს თქო, ესეც დავწერე. შესაბამისად, სტატიის ახლანდელი ტექსტი არ ასახავს დღევანდელ ვიტარებას და მოძველებულია. ასე არ არის? გარდა ამისა, შესაქმნელია სტატია დედოფლისწყაროს და ჰერეთის ეპარქია--Zolokin განხილვაწვლილი 13:15, 9 ნოემბერი 2010 (UTC)[უპასუხე]
სტატიაში არსებული ინფორმაციის უდიდესი ნაწილი აღებულია აქედან: ნეკრესისა და ჰერეთის ეპარქია. სამწუხაროდ წყარო არ იყო მითითებული, რაც კიდევ ერთხელ მიანიშნებს იმ მანკიერ პრაქტიკაზე, როდესაც მომხმარებლები მალავენ იმ პირდაპირ წყაროს, საიდანაც ესა თუ ის ინფორმაცია არის არებული. დამალვის მიზეზი შიეძლება იყოს როგორც უნებლიე დაუდევრობა, ასევე შეგნებული ქმედება, რათა დაიფაროს კოპივოს უშუალო წყარო. ახლა კონკრეტულად საქმეზე: სტატიაში და მის უშუალო წყაროშიც წერია:
ვიკიციტატა
„2002 წლის 17 ოქტომბრის საქართველოს წმიდა სინოდის განჩინებით ნეკრესის ეპარქიას ნეკრესის და ჰერეთის ეპარქია ეწოდა.“

ამავე დროს, საპატრიარქოს ოფიციალურ ვებ–გვერდზე გამოქვეყნებულია აღნიშნული სინოდის სხდომის ოქმი, სადაც მსგავსი არაფერი წერია. საკითხი მოითხოვს დამატებით გარკვევას. ორი ვებ–გვერდის ინფორმაციები მოდიან ერთმანეთთან წინააღმდეგობაში. გარდა ამისა, იქვეა გამოქვეყნებული 2002 წლის სემდგომ გამართული სინოდის სხდომის ოქმებიც (27 ივნისი, 2008 წელი; 21 დეკემბერი, 2007 წელი; 26 აპრილი, 2007 წელი; 21 დეკემბერი, 2006 წელი; 23 დეკემბერი, 2005 წელი; 27 ივნისი, 2005 წელი; 14 დეკემბერი, 2004 წელი; 18 აგვისტო, 2003 წელი ). დაზუსტებას მოითხოვს საკითხიც ნეკრესისთვის ჰერეთის ჩამოშორებისა და დედოფლისწყაროსა და ჰერეთის ეპარქიის შექმნის დროის შესახებ.--Zolokin განხილვაწვლილი 14:18, 9 ნოემბერი 2010 (UTC)[უპასუხე]

ზოლოკინ აქ მანკიერებებზე არაა საუბარი. შეხედეთ სტატიის დაწერის თარიღს ეს ის დროა, როდესაც მესამე მსოფლიო ომი არ გქონდათ გამოცხადებული წყროს გარეშე სტატიებზე. ამიტომ არავის არ დაუმალავს ეს მე მასე მაქვს გადმოტანილი სტატიები სოფლებზე ქსედან და არ მქონდა მითიტებული წყარო და ეს არავის დამალვად არ აღუქვია. რაც შეეხება თქვენს მიერ აქ მოყვანილ არაერთ სინოდის სხდომის ოქმს. ტყუილად იწვალეთ საინფორმაციო საშუალებებით გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით ეს ორი ეპარქია გაიყო 2009 წლის 3 მაისს. თქვენს მიერ მოყვანილი სინოდის ბოლო სხდომა კი დათარიღებულია ასე:27 ივნისი, 2008 წელი; მაგ საიტზე რომ ინფორმაციის განახლება არ ხდება ესეც ცხადყოფს.

გარდა ამისა დაგუგლეთ და უფრო ბევრს ამოყრის. — ჯაბა ლაბაძე () 15:05, 9 ნოემბერი 2010 (UTC)[უპასუხე]

ჰოდა შესანიშნავია, ესე იგი თქვენ უფრო კარგად დაგუგლეთ. ის რომ ნეკრესისა და ჰერეთის ეპარქია გარდაიქმნა ნეკრესის ეპარქიად, ამ წყაროებიდან ნათლად ჩანს. ისიც ცანს, რომ შეიქმნა დედოფლისწყაროსა და ჰერეთის ეპარქია. თუმცა უშუალოდ იმ სინოდის სხდომის (2009 წლის 3 მაისი) ოქმი, რომელზედაც ეს გადაწყვეტილება იქნა მიღებული აქაც არ ცანს. მაგრამ ფაქტი ფაქტად რჩება, კი ბატონო, ეს დასტურდება სხვა წყაროებით. მაგრამ აბა გადახედეთ განხილვის გვერდს სულ ტავიდან. მე დავწერე, რომ – თუ გაიყო რატომ არ განახლდა მონაცემები თავად სტატიაში? როდესაც შეცვალეთ სტატიის სათაური, თავად სტატიის შინაარსში რატომ არ შევიდა ეს ცვლილება? რატომ დავტოვეთ სტატიაში მოძველებული ინფორმაცია? მითუმეტეს, რომ ამდენი წყარო გვქონია. იმედია ახლა მაინც გაკეთდება ეს. --Zolokin განხილვაწვლილი 15:35, 9 ნოემბერი 2010 (UTC)[უპასუხე]

იმედია თავად გააკეთებთ ამას. ამ გვერდის გამოყენებაც არ დაგავიწყდეთ. — ჯაბა ლაბაძე () 15:39, 9 ნოემბერი 2010 (UTC)[უპასუხე]

ზოლოკინ ერთი რამ გავიწყდებათ. ვიკიპედია არაა ის ადგილი სადაც შეგიძლიათ ვინმეს რაიმეს გაკეთება დააძალოთ. მე სტატია შევქმენი, სხვამ გადაიტანა, ვიღაცამ ჩაამატოს უნდა. აი ასე ხდება აქ მუშაობა. — ჯაბა ლაბაძე () 15:41, 9 ნოემბერი 2010 (UTC)[უპასუხე]

პრობლემა არაა, მე გული შემტკივა ამ ეპარქიაზე და აქედან გამომდინარე ამ სტატიაზეც. მადლობა წყაროებისთვის.
პ.ს. მესამე მსოფლიო ომზე და სოფლებზე სტატიები ქსე–დან. მგონი ადმინისტრატორი სხვა მომხმარებლებს უნდა აძლევდეს მაგალითს ვიკიპედიის წესების დაცვასთან დაკავშირებით, ამ შემთხვევაში გადამოწმებადი წყაროს მითითების შესახებ. — Zolokin განხილვაწვლილი 15:42, 9 ნოემბერი 2010 (UTC)[უპასუხე]

საკმაოდ გვიან გაგახსენდათ. სხვათაშორის ეგ სტატიები რომ შემოვიტანე მაშინ მესამე მსოფლიო ომი არ იყო გამოცხადებული. ახლა თავად ვუთითებ სხვებს, რომ არ გააციმბირონ. :). — ჯაბა ლაბაძე () 15:47, 9 ნოემბერი 2010 (UTC)[უპასუხე]

რა გამახსენდა გვიან ვერ გავიგე, ეს სტატია? მე ბევრ სტატიაზე შემტკივა გული მაგრამ ყველას ერთად ვერ ნახავს კაცი. ვერ დამდებთ ბრალს, რომ ჩემი ინტერესების სფეროში სტატიები რაც გავიარე ამ 4 თვის მანძილზე წყაროს გარეშე არცერთი დამიტოვებია. დაუმსახურებელი შენიშვნაა (თუ საყვედური). გაციმბირება რა მოსატანია, მაგრამ ვიკიპედიის წესების ტანახმად წყაროს გარეშე სტატიები გახდებიან წაშლის კანდიდატები. ასე არაა? ალბათ ამიტომ უთითებთ და სწორსაც აკეთებთ. იმედია სხვებიც გადაიღებენ თქვენ მაგალითს.--Zolokin განხილვაწვლილი 15:53, 9 ნოემბერი 2010 (UTC)[უპასუხე]
გაკეთდა

Zolokin განხილვაწვლილი 16:29, 9 ნოემბერი 2010 (UTC)[უპასუხე]