განხილვა:მონღოლების შემოსევები საქართველოში

გვერდი სხვა ენებზე არ არის ხელმისაწვდომი.
მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

როდესაც მსაზღვრელი დგას მრ. რიცხვის ნათესაობით ბრუნვაში, თანამედროვე ქართული ენა უპირატესობას ანიჭებს ნართანიან მრავლობითს (ეს ის იშვიათი შემთხვევაა, როცა თანიანი უფრო მიღებულია, ვიდრე ებიანი, თუმცა ორივე სწორია გრამატიკულად). შეადარეთ: ხალხთა დიდი გადასახლება (და არა ხალხების). აქაც უმჯობესი იქნება მონღოლთა შემოსევები საქართველოში. — D.DEU. პასუხი 15:26, 1 დეკემბერი 2010 (UTC)[უპასუხე]

იხ. განხილვა:მონღოლების ბატონობა საქართველოში. ამის მიხედვით გავაკეთე გადამისამართება. ესეც შესაცვლელია? — ჯაბა ლაბაძე () 16:20, 1 დეკემბერი 2010 (UTC)[უპასუხე]

ზუსტად არ მახსოვს სად, მაგრამ დანამდვილებით მახსოვს, ვიკიპედიაში დაიწერა ის კამონაკლისი შემთხვევები, სადაც თანამედროვე ენა ნართანიანს ანიჭებს უპირატესობას. ეს იყო ა. შანიძის გრამატიკიდან მოყვანილი ციტატა. შევეცდები მოვნახო ლიტერატურაც და მგონი უნდა გავასწოროთ. — D.DEU. პასუხი 17:17, 1 დეკემბერი 2010 (UTC)[უპასუხე]
ვიკიპედიაშიც მივაგენი ამის შესახებ განხილვას: ცანგალას ბოლო სიტყვას გადახედეთ – ცანგალას განმარტებას გაეცანით, ყველაფერია ნათქვამი. ამ შემთხვევაშიც მსაზღვრელ–საზღვრულთან გვაქვს საქმე და გადასატანია – მონღოლთა შემოსევები საქართველოში–ზე. ასევე, ჯაბა, შენი მაგალითიც გასასწორებელია და კიდევ ერთი ვიპოვე: განხილვა:აქემენიდების იმპერია. — D.DEU. პასუხი 17:26, 1 დეკემბერი 2010 (UTC)[უპასუხე]

როგორ ფიქრობთ ეს სტატია ხომ არ უნდა შეერწყას ამ სტატიას? მეორე პირველს არ მოიცავს? --ჯაბა ლაბაძე 11:05, 23 დეკემბერი 2012 (UTC)[უპასუხე]

შემოიხედეთ. --ჯაბა ლაბაძე 16:13, 24 დეკემბერი 2012 (UTC)[უპასუხე]
გეთანხმები, შესარწყმელია. მართალია შემოსევა და ბატონობა ერთი და იგივე არაა და არც რომელიმე მოიცავს მეორეს (შეიძლება შემოსევების შედეგად ვერ გაბატონდეს მტერი), მაგრამ ამ შემთხვევაში შემოსევები ბატონობის წინაპირობაა და ცალ-ცალკე სტატიები საქმეს ართულებს. Deu. 09:47, 4 თებერვალი 2014 (UTC)[უპასუხე]
დღევანდელი მდგომარეობით მხოლოდ ბატონობა, რომ დარჩეს უკეთესი იქნება. მაგრამ ვინმე უფრო ვრცლად თუ დაწერს შემოსევებს მომავალში, იმ სტატიასაც ექნება არსებობის უფლება--Tornike 09:57, 4 თებერვალი 2014 (UTC)[უპასუხე]
შესარწყმელია--შოთა [UT] 10:08, 4 თებერვალი 2014 (UTC)[უპასუხე]
O.K. შევაერთიანებ :). Deu. 13:28, 4 თებერვალი 2014 (UTC)[უპასუხე]
გაკეთდა Deu. 08:57, 5 თებერვალი 2014 (UTC)[უპასუხე]