განხილვა:მისს ჯინ ბროდის გაფურჩქვნის ხანა (ფილმი)

გვერდი სხვა ენებზე არ არის ხელმისაწვდომი.
მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ორი არ არის საჭირო, უბრალოდ მის. - ოთოჯი განხილვა 12:33, 27 მარტი 2014 (UTC)[უპასუხე]

რომანი ქართულად ასეა ნათარგმნი, ორი ს-თი. --M. განხილვაწვლილი 15:23, 27 მარტი 2014 (UTC)[უპასუხე]
ქართული ენის ნორმები არ უშვებს მსგავს შემთხვევებში ასო-ბგერათა განმეორებას, მე რამდენადაც ვიცი (თუმცა არსებობს სიტყვები, სადაც თავად ენა მოითხოვს ორ და იშვიათად სამ ასო-ბგერას, მაგ: ააშენა). — G.G. 11:10, 28 მარტი 2014 (UTC)[უპასუხე]
ამ შემთხვევაში ჟღერადობა ირაციონალურია. ლექსიკონში იხილეთ მის. გამონაკლისები არსებობს, მაგალითად, სიურრეალიზმი, რომელიც უკვე დამკვიდრებული ტერმინია. მაგრამ, მისს არ მესმის. - ოთოჯი განხილვა 11:22, 28 მარტი 2014 (UTC)[უპასუხე]

მე სალიტერატურო ნორმა დავასახელე არგუმენტად? არ ვდაობ მაგაზე. რომანი როგორც არის ნათარგმნი, შემოვიტანე ისე. მოიქეცით როგორც საჭიროდ ჩათვლით. რომანი გამოქვეყნებულია ჟურნალ საუნჯეში 1987 წ. მთარგმნელი ქეთევან შერვაშიძე. nplg-ზეც იძებნება. --M. განხილვაწვლილი 13:03, 28 მარტი 2014 (UTC)[უპასუხე]