განხილვა:მიმი

გვერდი სხვა ენებზე არ არის ხელმისაწვდომი.
მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

მემ[ე], მემ[ი] თუ მიმ[ი][წყაროს რედაქტირება]

ქართულში Meme ცოტა ბუნდოვანად ითარგმნება.

  • ინგლისური ვერსია: ინგლისურად წარმოითქმევა როგორც meme (/ˈmiːm/ meem) > მიმ(ი). რომელიც უფრო მართებულია ჩემი აზრით. თან ახლოს არის მიმი > მიმიკა-სთან. ქართულში მიმის მხოლოდ მრავლობითი ფორმა ანუ მიმებია დამკვიდრებული, ისიც Facebook გვერდებზე თუ ჯგუფებში. მიმი ამ სიტყვით გუგლში არაფერს არ ეძებს ისეთს რაც Meme-სთან არის დაკავშირებული.
  • რუსული ვერსია:რუსუად Meme ითარგმნება როგორც Мем მემ(), რუსული ვარიანტი რო მივიღოთ მრავლობითში: მემი > მემები, ამ სიტყვაზე (ქართულ) გუგლში ძებნის შედეგების რაოდენობა: 1,980. ასევე ეს სახელი გამოიყენება რამოდენიმე არაოფიციალურ ქართულ ვიკიზე და საინფორმაციო საიტებზე [1] და [2].
  • რაც შეეხება არაოფიციალურ ქართულ ვერსიას, ქართულში meme სიტყვასიტყვით ითარგმნა და (მემე)<- ესე დამკვიდრდა (გუგლში ძებნის შედეგების რაოდენობა: 11,800). მრავლობითში მემე > მემეები (გუგლში:9,910) რაც გაცილებით მეტია რუსულიდან გადმოღებულ ვერსიისგან. ზოგადად ქართული ვერსია არასწორად არის დამკვიდრებული და ეგეთი ფორმის შეცდომა სხვა ქვეყნებშიც გვხვდება. რასაც მკაცრად ეწინააღმდეგება Meme საზოგადოება.

წინა ხელმოუწერელი კომენტარი დატოვა მომხმარებელმა Georgiano (განხილვაწვლილი) . ხელმოწერა არის საუბარში აუცილებელი წესი: ამისთვის ჩაბეჭდეთ ოთხი ტილდა (~~~~) თქვენი კომენტარის ბოლოს, ან დააჭირეთ ვიკირედაქტორის შესაბამის ღილაკს - .

მემე არასწორია ყველანაირად. სიტყვის ეტიმოლოგიის შესახებ ინგლისური ვიკიპედიიდან:

The word meme is a shortening (modeled on gene) of mimeme (from Ancient Greek μίμημα pronounced [míːmɛːma] mīmēma, "imitated thing", from μιμεῖσθαι mimeisthai, "to imitate", from μῖμος mimos, "mime") coined by British evolutionary biologist Richard Dawkins in The Selfish Gene (1976) as a concept for discussion of evolutionary principles in explaining the spread of ideas and cultural phenomena.

ანუ ბერძნულიდან მოდის და მიმემა-ს („იმიტირებული“) შემოკლებული ვერსიაა იმ მიზნით, რომ სიტყვა gene-ს („გენი“) ჰგავდეს. რადგან gene იკითხება როგორც ჯინ, მისი კულტურული ანალოგი, ანუ meme, გამოდის მიმ. გარდა ამისა, ეტიმოლოგიური საწყისის (ბერძნული სიტყვის) პირველ მარცვალშიც ხმოვანია. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, თუ ინგლისურიდან ან ბერძნულიდან გადმოვიტანთ ფონეტიკურად, სწორია მიმი, მაგრამ თუ ნულიდან (ნუ, თითქმის ნულიდან) შევქმნით ქართულისთვის შესატყვის ნეოლოგიზმს იგივე პრინციპით, როგორც დოკინსმა გააკეთა, მაშინ უნდა იყოს მემი, რადგან ქართულად არის გენი და არა გინი ან ჯინი და დოკინსის მიზანიც სწორედ ეს იყო, რომ გენს მგვანებოდა აღნიშნული ნეოლოგიზმი ინგლისურ ენაში. რუსულში мем-ად სწორედ ген-ის გამო თარგმნეს. პირადად მიმს უფრო ვიყენებ, მაგრამ მემი უფრო სწორი მგონია ტექნიკური თვალსაზრისით. — გიორგი გზირიშვილი ( · ), 00:08, 19 აპრილი 2017 (UTC)[უპასუხე]

მიმი არის. http://www.youtube.com/watch?v=qViYuz2kNYw (მართალია, წყაროდ არ გამოდგება, მაგრამ სახალისოა) --გიორგი (მომწერეთ) 05:47, 19 აპრილი 2017 (UTC)[უპასუხე]

კი, ინგლისურში მასე გამოითქმის, მაგრამ ქართულში რომელი უფრო სწორია, „მემი“ თუ „მიმი“, სადაოა, როგორც ზევით აღვნიშნე. — გიორგი გზირიშვილი ( · ), 20:54, 18 მაისი 2017 (UTC)[უპასუხე]

ჩავასწორე. --Georgiano განხილვაწვლილი 18:56, 24 აპრილი 2017 (UTC)[უპასუხე]

არასწორად გადაგიტანია. ინტერნეტ მიმი და მიმი (ზოგადი მნიშვნელობით) განსხვავდება ერთმანეთისგან. უნდა გადავიდეს მიმი-ზე და მიმი (ინტერნეტი) უნდა გადამისამართდეს მიმი § ინტერნეტ მიმი-ზე. — გიორგი გზირიშვილი ( · ), 21:06, 18 მაისი 2017 (UTC)[უპასუხე]
გაკეთდაგიორგი გზირიშვილი ( · ), 21:09, 18 მაისი 2017 (UTC)[უპასუხე]