განხილვა:მარკ უოლბერგი

გვერდი სხვა ენებზე არ არის ხელმისაწვდომი.
მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

გვარი გამოითქმის, როგორც უოლბერგი. [1] გადასატანია--Tornike 12:26, 24 დეკემბერი 2013 (UTC)[უპასუხე]

ვარ მომხრე, იმისა, რომ გადავიტანოთ სათაურზე: მარკ უოლბერგი. - ოთოჯი განხილვა 16:03, 24 დეკემბერი 2013 (UTC)[უპასუხე]

გვარი არის შვედური წარმოშობის. ყველა სხვა ცნობილი ადამიანი მაგ გვარის შვედი ან შვედური წარმოშობისაა. --M. განხილვაწვლილი 16:42, 24 დეკემბერი 2013 (UTC)[უპასუხე]

კი, მაგრამ მარკ უოლბერგი ამერიკელია და შესაბამისად ყველგან უოლბერგად იცნობენ.--Tornike 17:13, 24 დეკემბერი 2013 (UTC)[უპასუხე]
იხ. განხილვა:სკარლეტ იოჰანსონი. სიტუაცია იგივეა, გვარი დანიურია, პერსონა ამერიკელი. აქაც ისევეა. ვალბერგის მამა შვედური წარმოშობისაა.
წარმოშობის მიუხედავად, როგორც ჩანს გვარი შეიცვალა. ინგლისურადაც ასე მოიხსენიებენ და ბოლო-ბოლო ქართულადაც უოლბერგზე 72000 შედეგი იგუგლება, ვალბერგზე კი მხოლოდ 131--Tornike 10:01, 25 დეკემბერი 2013 (UTC)[უპასუხე]
ტრანსკრიფცია არ მოგვეპოვება?--GagaVaa 13:44, 2 სექტემბერი 2014 (UTC)[უპასუხე]
როგორც არის ცნობილი ისე უნდა იყოს ვიკიპედიაშიც. არსებითი აქ საზოგადოება და მედია-საშუალებებია, ინტერნეტ-სივრცე, მით უმეტეს, რომ ვიკიპედია ინტერნეტ-ენციკლოპედიაა. გამოსავალი ერთია, ძირითადი სათაური უნდა იყოს მარკ უოლბერგი, საქართველოში ყველა ასე იცნობს ამ მსახიობს, ეს ფაქტია, რაც შეეხება გვარის წარმომავლობას თუ ტრანსკრიფციას, შეგვიძლია თვით სტატიაში ავღნიშნოთ ამის შესახებ, გვარს ვინ დაეძებს, როდესაც იგი ჰოლივუდის მსახიობია. ამჟამინდელი გვარით არ უნდა დარჩეს. - OTOGI Messages 08:19, 7 დეკემბერი 2015 (UTC)[უპასუხე]

მართალია, წინაპრები შვედები ჰყავდა, მაგრამ ამერიკაში გადასახლდა და იქაური პრინციპით აქვს გვარი, ამაზე გვქონდა პრეცედენტები სხვა დროსაც. გერმანული გვარი იყო, თუ არ ვცდები, რომელიღაც რეჟისორის - აქ მეხსიერებამ მიღალატა. ისე, მართალია, წყაროდ არ გამოდგება, მაგრამ ემინემი Drug Ballad-ში გამოკვეთილად ამბობს მარკ უოლბერგს. --Henry McClean განხილვაწვლილი 08:23, 7 დეკემბერი 2015 (UTC)[უპასუხე]

მეც ბევრჯერ მომისმენია უოლბერგი. გუგლის შედეგები 60 ათასზე მეტია უოლბერგის სასარგებლოდ, მაშინ როდესაც ვალბერგზე დაახლოებით 600-მდეა. - OTOGI Messages 08:47, 7 დეკემბერი 2015 (UTC)[უპასუხე]

საინტერესოა, თავად ოსკარების ცერემონიები და ეგეთები რამდენად გამოდგება წყაროდ. იქ ხომ მაინც აცხადებენ გვარებს. ალბათ, არც ეგაა ოფიციალურად სანდო წყარო. --Henry McClean განხილვაწვლილი 08:49, 7 დეკემბერი 2015 (UTC)[უპასუხე]

უოლბერგია. ზემოთ forvo-ზეც უოლბერგს იძახის, შეგიძლიათ ლეტერმანის გადაცემაშიც მოისმინოთ აქ. - OTOGI Messages 08:59, 7 დეკემბერი 2015 (UTC)[უპასუხე]

გაკეთდა. - OTOGI Messages 12:54, 9 დეკემბერი 2015 (UTC)[უპასუხე]