განხილვა:მართლმსაჯულება

გვერდი სხვა ენებზე არ არის ხელმისაწვდომი.
მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

გადამისამართებაა არარსებულ გვერდზე. თუ არ შეიქმნება სტატია იურისპრუდენცია, ეს წასაშლელია.--გიორგი განხილვაწვლილი 08:01, 24 აგვისტო 2010 (UTC)[უპასუხე]

აჰა, გასაგებია, მე ვიფიქრე, რომ გაწითლდება შესაქმელი სტატიის მსგავსად და მერე შეიქმნებოდა. ახლა გასაგებია.--Zolokin განხილვაწვლილი 09:59, 24 აგვისტო 2010 (UTC)[უპასუხე]

კვლავ ინტერვიკების შესახებ[წყაროს რედაქტირება]

ინგლისურში (მითითებულში) წერია:

ვიკიციტატა
„Justice is the concept of moral rightness based on ethics, rationality, law, natural law, religion, fairness, or equity, along with the punishment of the breach of said ethics.“

რამდენად შესაბამისობაშია ეს ტექსტი სტატიის ტექსტთან? მე მაინც ვფიქრობ, რომ ინტერვიკებია შესაცვლელი. თუ გინდათ, მეჩხუბეთ :)--გიორგი განხილვაწვლილი 05:07, 25 აგვისტო 2010 (UTC)[უპასუხე]

ავიღოთ თუნდაც რუსული:

ვიკიციტატა
„Справедливость — понятие о должном, содержащее в себе требование соответствия деяния и воздаяния: в частности, соответствия прав и обязанностей, труда и вознаграждения, заслуг и их признания, преступления и наказания, соответствия роли различных социальных слоев, групп и индивидов в жизни общества и их социального положения в нём.“

ეს სამართლიანობაა, და არა მართლმსაჯულება--გიორგი განხილვაწვლილი 05:13, 25 აგვისტო 2010 (UTC)[უპასუხე]

მართლმსაჯულება = სამართლიაობა, ანუ მართლად (სამართლიანად) მსაჯულება.--Zolokin განხილვაწვლილი 06:06, 25 აგვისტო 2010 (UTC)[უპასუხე]

ზედმეტი განსჯით და ციტატების მოყვანით რომ დრო არ დავკარგოთ, გადახედეთ ლექსიკონებს: ქართულ–ინგლისური, ქართულ–რუსული, ქართულ გერმანული, ქართულ–ფრანგული და ა. შ. --Zolokin განხილვაწვლილი 06:08, 25 აგვისტო 2010 (UTC)[უპასუხე]

შესაძლოა ქართული სტატიის შინაარსია დასახვეწი, მაგრამ მართლმსაჯულება ნამდვილად Justice არის. იურიდიულ საკითხებში მაინცადამაინც ვერ ვბრწყინავ, ვერ განვსჯი, ეს ტექსტი კი ქართველი იურისტების დაწერილია. თუ უკეთეს ტექსტს იპოვით შეიტანეთ.--Zolokin განხილვაწვლილი 06:11, 25 აგვისტო 2010 (UTC)[უპასუხე]

მეც მაგას ვამოწმებდი ლექსიკონებში და მასეა. მე მეგონა, იურიპრუდენციის ინტერვიკები იყო სწორი, მაგრამ

ვიკიციტატა
„Jurisprudence is the theory and philosophy of law.“

და დანარჩენი შინაარსიდანაც აშკარად არაა " სასამართლო ხელისუფლების განხორციელების ფორმა". რუსულსა და უკრაინულში არის ზუსტი შესატყვისი სტატიები: ru:Правосудие და uk:Правосуддя, არის აგრეთვე სტატიები ru:Справедливость და uk:Справедливість, მაგრამ ამ ყველა სტატიაში არის ერთი რამ, რამაც, ცოტა არ იყოს, დამაბნია: ყველა მათგანში ინგლისურ ანალოგად en:Justice არის მითითებული. ნუთუ ინგლისურში არ არსებობს ზუსტი შესაბამისი სიტყვა და შესაბამისად, სტატია მასზე? მგონი ჯობს, ინტერვიკები რუსული ru:Правосудие-დან გადმოვიტანოთ.--გიორგი განხილვაწვლილი 06:14, 25 აგვისტო 2010 (UTC)[უპასუხე]

არ ვიცი, მე ინგლისური ვნახე პირდაპირ და სხვა ტექსტებში აღარ ჩამიხედავს. მთავარია ინგლისური Justice დარჩეს. თუ რუსულ Правосудие–ს აქვს ინგლისურზე ბმული Justice , მაშინ პრობლემას ვერ ვხედავ, ქართველები ძირითადად ამ ორ ენაზე კითხულობენ.--Zolokin განხილვაწვლილი 06:18, 25 აგვისტო 2010 (UTC)[უპასუხე]

ITshnik, ვნახე შესწორება. გმადლობ. ისე თქვენ და Gaeser-ი აქ ორივე გიორგით ჩანხართ და მერევა.--Zolokin განხილვაწვლილი 06:37, 25 აგვისტო 2010 (UTC)[უპასუხე]

ვფიქრობ, ახლა ოპტიმალური ვარიანტია. რაც შეეხება განმარტებას, მართლმსაჯულება = მართლად (სამართლიანად) მსაჯულებას (განსჯას), და არა სამართლიანობას. სამართლიანობა უფრო ზოგადი ფილოსოფიური ცნებაა, სადაც არ ჩანს მსაჯული (გნებავთ, მოსამართლე), რომელმაც უნდა განსაჯოს. ტერმინი მართლმსაჯულება პირდაპირ მიემართება სასამართლოს. იურიდიულში არც მე ვბრწყინავ, მაგრამ გარკვეული ცოდნა მაქვს, ვინაიდან ეკონომისტებს სამართალიც გვეკითხებოდა უნივერსიტეტში (თუმცა მთლად ამაშიც არაა საქმე). შეკითხვა: თუ მართლმსაჯულება და სამართლიანობა სინონიმებია, რატომაა რუსულსა და უკრაინულში სხვადასხვა სტატიები? :)--გიორგი განხილვაწვლილი 06:40, 25 აგვისტო 2010 (UTC)[უპასუხე]

რა თქმა უნდა 100%–ით არ ემთხვევა, მაგრამ გარკვეულ მომენტებში ეს შეიძლება დაემთხვას კიდეც (ახლა არ ვმსჯელობ იურიდიულად). მაგ. როცა ვამბობთ, რომ სამართლანობამ იზეიმა (სამართალმა პური ჭამა) ეს ნიშნავს რომ აღსრულდა მართლმსაჯულება. ამ შემთხვევაში სამართლიანობა და მართლმსაჯულება სინონიმები მგონია (ხომ არ გაქვთ ქართულ სინონიმთა ლექსიკონი?). რუსულს და უკრაინულს რაც შეეხება, კი იქ ორი ცნება გვაქვს, მაგრამ დასავლურ სლავურ ენებში ეს ერთი და იგივე სიტყვაა: 1. პოლონურში: სამართლიანობა = Sprawiedliwość, იუსტიციის სამინისტრო = Ministerstwo Sprawiedliwości; 2. ჩეხურში: სამართლიანობა = Spravedlnost; იუსტიციის სამინისტრო = Ministerstvo spravedlnosti České republiky; სლოვაკურში: სამართლიანობა = Spravodlivosť; იუსტიციის სამინისტრო = Ministerstvo spravodlivosti Slovenskej republiky. --Zolokin განხილვაწვლილი 07:50, 25 აგვისტო 2010 (UTC)[უპასუხე]

შესაძლოა დაემთხვეს, გეთანხმებით, რადგან მართლმსაჯულება თავისთავად სამართლიანობის დასაცავად არის მოგონილი. მოდით, ერთ რამეზე შევთანხმდეთ: სამართლიანობის ცნება უფრო ფართოა და მოიცავს მართლმსაჯულებასაც, თუმცა მართლმსაჯულების აღსრულება მხოლოდ მსაჯულს შეუძლია, სამართლიანობა კი შესაძლებელია შუამავალი პირის გარეშეც. მე ჩემი განხილვის გვერდზეც დავწერე, რომ სამართლიანობა (ფილოსოფიური ტერმინი) და სამართალი (მეცნიერების დარგი)(თუნდაც მართლმსაჯულება, ვინაიდან მართლმსაჯულება ეყრდნობა სამართალს საკითხების გადაწყვეტისას) განსხვავდება და ზოგჯერ არც კი ემთხვევა ერთმანეთს. (ისე საინტერესოა, რატომ ქვია საქართველოს იუსტიციის სამინისტროს იუსტიციის, და არა ვთქვათ, სამართლიანობის ან მართლმსაჯულების სამინისტრო. ეს ისე...) იმდენი, რაც განხილვის გვერდებზე იწერება, სტატიებში რომ იწერებოდეს, ჩვენი სტატიების ე.წ. "სიღრმე" საკმაოდ გაიზრდებოდა :) --გიორგი განხილვაწვლილი 09:24, 25 აგვისტო 2010 (UTC)[უპასუხე]

სამართლიანობის ცნება უფრო ფართოა და მოიცავს მართლმსაჯულებასაც – გეთანხმებით. ახლა გამახსენდა იეთიმ გურჯი:

ვიკიციტატა
„ რომელ მსაჯულს ვკითხო სამართალია? ვის შევჩივლო, რუსთაველი მკვდარია?!“

ვიღიმი--Zolokin განხილვაწვლილი 09:39, 25 აგვისტო 2010 (UTC)[უპასუხე]

გვიან წავიკითხე ეს განხილვა. დაახლოებით სწორ დასკვნამდე მისულხართ. სამართლიანობა არაა მართლმსაჯულების მომცველი ცნება, მაგრამ... მოკლედ, ის ფაქტი, რომ ინგლისურად მართლმსაჯულება და სამართლიანობა ერთი და იმავე სიტყვით აღინიშნება, გამოწვეულია იმით, რომ ბრიტანეთში არსებობს ანგლო-ამერიკული სამართლის სისტემა, რაც აბსოლუტურად განსხვავებულია ჩვენ მიერ მიღებულ კონტინენტური ევროპის სამართლის სისტემისაგან (გნებავთ რომაულ-გერმანული სისტემა). ჩვენი სისტემა, რომლის მიმდევარია ევროპის უმრავლესი ქვეყანა, მკვეთრად გამიჯნავს ერთმანეთისაგან სამართალს, სამართლიანობას, მართლმსაჯულებას. მართლმსაჯულება შეიძლება იყოს უსამართლოც, ასე რომ ის არაა სამართლიანობის ქვეკატეგორია. მართლმსაჯულება არის მხოლოდ სასამართლო ხელისუფლების განხორციელების ფორმა, რომელიც შეიძლება იყოს უსამართლოც. სასამართლო ხელისუფლებასა და მართლმსაჯულებას შორის არის იგივე მიმართება, რაც საკანონმდებლო ხელისუფლებასა და სამართალშემოქმედებას შორის (სასამართლო ახორციელებს მართლმსაჯულებას, კანონმდებელი - სამართალშემოქმედებას). იმედია გასაგებად ავხსენი ყველაფერი :). Deu. 17:08, 21 სექტემბერი 2012 (UTC)[უპასუხე]