ვიკიპროექტი ჩეხეთი — პროექტ „ვიკიპროექტის“ ნაწილია, რომელიც 2012 წლის ივნისის თვეში ტარდება და ჩეხეთის შესახებ სტატიების შექმნას და უკვე არსებული სტატიების გაუმჯობესებას გულისხმობს. პროექტის ჩატარებით, ჩვენ გამოვხატავთ ერთგვარ პატივიცემისცემას ამ ქვეყნისა და მისი მოსახლეობისადმი. რედაქტორებს ვთხოვთ სტატიების წერისას მაქსიმალურად დაიცვან ნეიტრალური თვალსაზრისი.
გთხოვთ შეცვალოთ სტატიის სათაური "ლიტომნერჟიცის რაიონით". ჩეხურ ენაში როდესაც M-ს მოსდევს E, M რბილდება და იწერება Mě, რაც წარმოითქმის როგორც "მნე"(რბილი ნ). მაგალითად: Litoměřice-ლიტომნერჟიცე (რბილი "ნ"), Mělnik-მნელნიკ (რბილი "ნ"), Náměstí-ნამნესტი (á-გრძელი "ა", mě-რბილი "მნე", í-გრძელი რბილი "ი"), Měcholupy-[მნეხოლუპი], Směr-(სმნერ, ნე წარმოითქმის რბილად ისე როგორც რუსულ ენაში), Průměr-(პრუმნერ)... არ უნდა გავიმეოროთ იგივე შეცდომები, რაც ქართულ საბჭოთა ენციკლოპედიაში წერია. ქართულ საბჭოთა ენციკლოპედიაში ჩეხური და პოლონური ტოპონიმები ძალიანაა დამახინჯებული, რადგან ჯერ რუსულად იქნა გადაწერილი დიდი საბჭოთა ენციკლოპედიისთვის და მერე იქიდან პირდაპირ გადმოიტანეს ქსე-ში. — წინა ხელმოუწერელიკომენტარი დატოვა მომხმარებელმაBeqa Ninikuri (განხილვა • წვლილი) . ხელმოწერა არის საუბარში აუცილებელი წესი: ამისთვის ჩაბეჭდეთ ოთხი ტილდა (~~~~) თქვენი კომენტარის ბოლოს, ან დააჭირეთ ვიკირედაქტორის შესაბამის ღილაკს - .