განხილვა:ლიეტუვური ენა

გვერდი სხვა ენებზე არ არის ხელმისაწვდომი.
მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
  • "ყოველგვარი თარგმანის გარეშე მიხვდება რომ ლიტვური სიტყვები Galvas, Nogas, Gribas, Stalas, Vartai სხვა არაფერია თუ არა თავი, ფეხი, სოკო, მაგიდა და კარიბჭე შესაბამისად. ამ მხრივაც უამრავი მაგალითის მოყვანა შეიძლება."

ეს არაა ენათმეცნიერული მსჯელობა, არამედ ანეკდოტური მაგალითია, ვიღაცის პირადი დაკვირვებით, რომელიც შესაძლოა უსასრულოდ გაივრცოს (მაგ. + vyšnios, draugas და ა.შ.). არანაირად არ არის ეს რუსულის გავლენა, რადგან ბალტო-სლავური (რაზეც თავად ტერმინი მეტყველებს) ენები საერთო ფუძიდან მოდის, რომელსაც პროტო-ბალტო-სლავური ეწოდება. ამასთანავე ლიტვურ სიტყვებში შემორჩენილია მათი უფრო ძველი, პირვანდელი ფორმა ვიდრე, ვთქვათ, რუსულში. ეს არის ისტორიის ზოგადი ცოდნით გამოტანილი (ე.ი. ლიტვა როგორც რუსეთის იმპერიის და საბჭოთა კავშირის შემადგენელი ტერიტორია) და უსაფუძვლო დასკვნა, რომელიც დიდი ენა ---> მცირე ენა სქემაზეა დაფუძნებული, რაც გავლენის მხრივ ყოველთვის სწორი არაა.

შესაბამისად, ეს სექცია წასაშლელია. --Reordcraeft განხილვაწვლილი 12:28, 8 ოქტომბერი 2018 (UTC)[უპასუხე]