განხილვა:ლეონიდ თიბილოვი

გვერდი სხვა ენებზე არ არის ხელმისაწვდომი.
მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ჩემი აზრით, „რუსეთის მიერ შექმნილი“ და ა.შ. ზედმეტია ინფოდაფაში. უბრალოდ უნდა ეწეროს „ე.წ. სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის“ და თვითონ რესპუბლიკის სტატიაშია ყველაფერი, ვისი შექმნილია და მისთ. შესავალსაც გასწორება უნდა. გიო ოქრო 18:55, 21 მარტი 2021 (UTC)[უპასუხე]

მე ვფიქრობ რომ მსგავსი კონკრეტიკა მნიშვნელოვანია ვიკიენციკლოპედიაში, მათი თანამდებობის დასახელაბაში (ერთგან). ზოგ ადგილას ,,ეგრეთ წოდებული” ან დე-ფაქტოც კი არ იყო მითითებული. ასევეა სხვა პიროვნებებზეც, რომლებიც ოკუპირებული რეგიონების ე.წ. მაღალჩინოსნები არიან. მსგავსი კონკრეტიკა მნიშვნელოვანიი მედიისთვის, საზოგადოებისთვის, ყველა მკითხველისთვის, ვინც ,,დაგუგლავს” ამ პირებს. ეს ხომ არაა ჰაერიდან მოსული თემა? ამაზე არაერთი სტატია დაწერილა, ცნობილი ფაქტია რომ რუსეთის მიერ შექმნილია. ე.წ.-ს მხოლოდ ყველა ვერ იაზრებს და ხშირად ავიწყდებათ კიდეც მაგის დართვა.--გიორგი ჩუბინიძე განხილვაწვლილი 19:15, 21 მარტი 2021 (UTC)[უპასუხე]
@გიორგი ჩუბინიძე:ს ვეთანხმები. თარგი:ოკუპირებული რეგიონი იყო პირველი ნაბიჯი ამ მიმართულებით, თუმცა ყოვლისმომცველი გაიდლაინი გვაქვს მისაღები.--Melberg მიწერა 19:19, 21 მარტი 2021 (UTC)[უპასუხე]
„რუსეთის ფედერაციის მიერ შექმნილი საოკუპაციო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი“ — ეს რის მიხედვით? რა ადმინისტრაცია? დე ფაქტო თუ არ იყო მითითებული, ეგ გავასწოროთ მარა ასეთი რაღაცეების დამატება ცოტა ზედმეტია. გიო ოქრო 19:20, 21 მარტი 2021 (UTC)[უპასუხე]
როგორ რის მიხედვით? ოკუპაციის მიხედვითაა ეგ სტატუსი განსაზღვრული. ,,რუსეთის ფედერაციის მიერ შექმნილი საოკუპაციო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, ე.წ. სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო მე-3 პრეზიდენტი” სრული ტიტულატურაა ჩემი აზრით და აქ ყველაფერია ნათქვამი, რასაც ქართული მხარე უნდა იყენებდეს ვიკიპედიაში.--გიორგი ჩუბინიძე განხილვაწვლილი 19:24, 21 მარტი 2021 (UTC)[უპასუხე]
„რუსეთის ფედერაციის მიერ შექმნილი საოკუპაციო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი“ — ამ ტერმინის წარმომავლობასთან დაკავშირებით ვიკითხე, რომელ წყაროში დასტურდება, ქართული მხარე სად იყენებს ამას? თუკი „რუსეთის ფედერაციის მიერ შექმნილი საოკუპაციო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი“ და „ე.წ. სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო მე-3 პრეზიდენტი“ ერთი და იგივეა, მაშინ ორივე რატომ წერია. და საერთოდ, რეგიონის ხელმძღვანელობა მთლად პრეზიდენტის ხელში არ არის :)) გიო ოქრო 19:29, 21 მარტი 2021 (UTC)[უპასუხე]
,,რეგიონის ხელმძღვანელობა მთლად პრეზიდენტის ხელში არ არის” - რა შუაშუა ეს, ვერ მივხვდი რას ნიშნავს ან რას გულისხმობ?--გიორგი ჩუბინიძე განხილვაწვლილი 19:39, 21 მარტი 2021 (UTC)[უპასუხე]
„საოკუპაციო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი“ — ეს თუკი არ დასტურდება არცერთ ქართულ წყაროში, მაშინ არის ვიღაცის პირადი აზრი, რომელიც მთლად რეალობას არ ეყრდნობა, იმიტომ რომ საოკუპაციო რეჟიმს არ ხელმძღვანელობს ეს ან სხვა „პრეზიდენტი“. რეალობას აცდენილი დასკვნაა ორივე გაგებით, დე იურეც და დე ფაქტოც. ამიტომ ვიძახი, რომ მხოლოდ დე ფაქტო და ე.წ. უნდა დარჩეს. გიო ოქრო 19:43, 21 მარტი 2021 (UTC)[უპასუხე]
,,რეგიონის ხელმძღვანელობა მთლად პრეზიდენტის ხელში არ არის” ეს მაინც ვერ გავიგე რა შუაში იყო? ჩემი პირადი აზრი როგორაა? ოფიციალურად ჩვენი სამართლით ამ ტერიტორიაზე უნდა იყოს სამხეთ ოსეთის ადმინისტრაცია. რუსეთის ფედერაციას აქვს ოკუპირებული ტერიტორია და შექმნილი აქვს საოკუპაციო ადმინისტრაცია. რომლის ხელმძღვანელი ეს პირია და მის თანამდებობას ჰქვია ,,პრეზიდენტი”. ჩვენ ვუწოდებთ ე.წ. პრეზიდენტ. რად უნდა ამას ამხელა დავა? ჩემი პირადი აზრი კი არა იმ სტატუსებიდან გამომდინარე ტექსტია, რაც ოკუპირებულ რეგიონს აქვს.--გიორგი ჩუბინიძე განხილვაწვლილი 19:48, 21 მარტი 2021 (UTC)[უპასუხე]
და წყაროებში რა არ ფიქსირდება, ოკუპირებული რომაა? ადმინისტრაციული მმართველობა და მთლიანად რეგიონი?--გიორგი ჩუბინიძე განხილვაწვლილი 19:49, 21 მარტი 2021 (UTC)[უპასუხე]
„რუსეთის ფედერაციის მიერ შექმნილი საოკუპაციო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი“ — ეს არის შენი პირადი სიტყვები, რომელიც არ დასტურდება ქართულ წყაროებში. რეგიონში საოკუპაციო ადმინისტრაცია არ არის სამხრეთ ოსეთის მარიონეტული „მთავრობა“. საოკუპაციო ადმინისტრაცია არის რუსეთის მიერ იქ განთავსებული სამხედრო კონტიგენტი (სამხრეთ ოსეთს არმია თითქმის არ ჰყავს), რომელსაც ხელმძღვანელობს სამხედრო პირი და არა სამხრეთ ოსეთის პრეზიდენტი. ამიტომ ვიძახი, რომ საოკუპაციო ადმინისტრაციის ხელმძღვანელობის ბიბილოვისათვის მიკერება არის რეალობიდან აცდენილი დასკვნა. გიო ოქრო 19:53, 21 მარტი 2021 (UTC)[უპასუხე]
მასე წამო, უფრო ზემოთ ავიდეთ და ჩავწეროთ - ვლადიმერ პუტინი. თუმცა არა, ისიც რა შუაშია. ივანე IV მრისხანე.--გიორგი ჩუბინიძე განხილვაწვლილი 19:58, 21 მარტი 2021 (UTC)[უპასუხე]
ბიბილოვი ისეთივე ხელმძღვანელია, როგორც შენ მიერ მოყვანილი ივანე მრისხანე. საოკუპაციო ძალებს ხელმძღვანელობს სხვა პირი და არა ბიბილოვი. ამიტომ, პირად მოსაზრებებზე დაყრდნობილი და თანაც რეალურად არასწორი ინფორმაციის დამატება არ გვინდა. და ზემოთ ასვლა საერთოდ არაფერ შუაშია. გიო ოქრო 20:00, 21 მარტი 2021 (UTC)[უპასუხე]

@Melberg: გიო, ისე შენ კი არ მეთანხმები, მე გეთანხმები.:))--გიორგი ჩუბინიძე განხილვაწვლილი 20:02, 21 მარტი 2021 (UTC)[უპასუხე]

კარგი, შენ დაწერე ჯერ სტატია ,,ოკუპირებული რეგიონების რეალური მმართველები” ავტორიტეტული წყაროებით და მერე ვიდაოთ ამ საკითხზე.--გიორგი ჩუბინიძე განხილვაწვლილი 20:03, 21 მარტი 2021 (UTC)[უპასუხე]
ავტორიტეტული წყაროები შენ რომ მიგეთითებინა უკეთესი იქნებოდა. საოკუპაციო რეჟიმი ბიბილოვის მთავრობა გგონია, რაც რა თქმა უნდა არასწორია. ამ თემას როცა ისევ მოვუბბუნდები, შევეცდები უკეთესად გავმართო ასეთი სტატიები. გიო ოქრო 20:08, 21 მარტი 2021 (UTC)[უპასუხე]
აჰ, კარგი, მოვიძიებ წყაროებს რუსეთის მიერ ოკუპირებული რომაა.--გიორგი ჩუბინიძე განხილვაწვლილი 20:12, 21 მარტი 2021 (UTC)[უპასუხე]
არა, საოკუპაციო ძალებს რომ პრეზიდენტი ხელმძღვანელობს ეგ მოიძიე :) გიო ოქრო 20:14, 21 მარტი 2021 (UTC)[უპასუხე]
,,რუსეთის ფედერაციის მიერ შექმნილი საოკუპაციო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი (ე.წ. სამხრეთ ოსეთში)” და ,,საოკუპაციო ძალები” სხვადასხვა რამაა (საოკუპაციო ადმინისტრაცია და არა საოკუპაციო ძალა), ყირიმსაც მოიცავს ეგ და რაც კი დედამიწაზე ოკუპირებული რეგიონია იმას. ასე რომ განხილვისას გამოიყენე ზუსტი ტერმინები და კონკრეტული ტერმინები გააკრიტიკე.--გიორგი ჩუბინიძე განხილვაწვლილი 20:26, 21 მარტი 2021 (UTC)[უპასუხე]
საოკუპაციო ადმინისტრაცია არ არის მარიონეტული მთავრობა, მე ეს ვთქცი, შენ რა გაიგე არ ვიცი. რეგიონი ოკუპირებულია რუსეთის მიერ (ყველამ ვიცით) და საოკუპაციო ძალებს, ანუ საოკუპაციო ადმინისტრაციის დაქვემდებარებულ უწყებებს, ხელმძღვანელობს სხვა პირი და არა მარიონეტული მთავრობის ხელმძღვანელი (პრემიერი) ან პრეზიდენტი. გიო ოქრო 20:30, 21 მარტი 2021 (UTC)[უპასუხე]

პატარა რჩევა/თხოვნა: ამ კონკრეტულ გვერდზე კამათს, ხომ არ ჯობია, კონკრეტული გაიდლაინი დაიდრაფტოს და ყველა ამ სტატიაზე გავრცელდეს? მე ფიზიკურად ვერ ვიზამ შემდგი ორი კვირა, მაგრამ განხილვაში სიამოვნებით მივიღებ მონაწილეობას, თუ დრაფტი გვექნება.--Melberg მიწერა 07:28, 22 მარტი 2021 (UTC)[უპასუხე]

მეც არ მცალია ჯერ ამ საქმისთვის.--გიორგი ჩუბინიძე განხილვაწვლილი 09:55, 22 მარტი 2021 (UTC)[უპასუხე]